ჟურნალისტები ყალბ ამბებთან საბრძოლველად მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ
სემინარი
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყანაში მედია წიგნიერების გასავითარებლად მედია აკადემიას აფუძნებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა.
კომისიის მიერ ორგანიზებულ სემინარს მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარს პროფესორი მიჩ სემელი უძღვებოდა. სემინარის დასასრულს კი თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს მედია წინგიერებასა და, ზოგადად, ყალბ ამბებთან ბრძოლასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მედია წიგნიერების პროექტს აფასებს და ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში პროპაგანდასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად ერთადერთი ინსტრუმენტი არსებობს და ეს ინსტრუმენტი მედია წიგნიერებაა.
"პროფესორი მიჩ სემელი თავისი გამოცდილებით ერთ-ერთი კარგად ინფორმირებული მედიამენეჯერია და ძალიან კარგია, რომ მასთან ურთიერთობის საშუალება გვექნება ეს ორი დღე. ჩვენთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება ვინაიდან ის ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, მას აქვს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის გამოცდილება და ამიტომ პირადად ჩემთვის ესეც საინტერესო თემაა, რით განასხვავებს ის ამ ორ სპეციფიკას. ხოლო მთავარი მიმართულება, რასაც ეს სემინარი ემსახურება მედია წიგნიერებაა. მთელი მსოფლიო და ალბათ ეს პროფესიონალიც სწორედ მედია წიგნიერებას მოიაზრებს პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად. და ვფიქრობ ამ ტრენინგსაც დიდი როლი აქვს ამ მიმართულებით“,- თქვა "კვირის ინტერვიუს" ავტორმა და წამყვანმა ირაკლი აბსანძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი სემინარი და რომ პერმანენტულად გაგრძელდება მედიისთვის პროფესიონალების ჩამოყვანა და სხვადასხვა კურსები გაკეთდება.
"იმის ფუფუნება, რომ კვალიფიციური და მაღალი დონის მედიამენეჯერები ჩამოიყვანონ არ აქვს არცერთ მედია ორგანიზაციას. ამას გააკეთებს მარეგულირებელი კომისია, რა თქმა უნდა, ეს შანსია ჩვენთვისაც ჟურნალისტებისთვის და შანსია პროდუქტის მომხმარებელებისთვის. მედია წიგნიერება არაფერია გარდა იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ სწორი და არასწორი, ყალბი და ნამდვილი ახალი ამბების განსხვავება და არ მოვატყუოთ მომხმარებელი. ეს არის ძალიან მარტივად თქმული მაგრამ ძალიან რთული თემა და ამ რთული თემის გაშლას აპირებს კომისია ინსტიტუციურ დონეზე“,- განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ ფუნქციას, რომელიც ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარებას და ხელშეწყობას ეხება, მედიისთვის სასიკეთოს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
"საქართველოში მედია საშუალებებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავად მოიწვიონ ავტორიტეტული ტრენერები, არადა ცოდნის განახლება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მითუმეტეს დღეს, როცა მაყურებელი და ინფორმაციის მომხმარებელი იცვლის ქცევას და ტელევიზიიდან გადადის სოციალურ ქსელში, და მედიაც ზუსტად ამავეს აკეთებს. მედია ცდილობს თავისი კონტენტი სოციალურ მედიას მოარგოს და ეს არ არის ასეთი ადვილი საქმე. თუ მედიას არ იქნება იმის ცოდნა, როგორ უნდა გაავრცელოს თავისი კონტენტი სოციალურ ქსელში და ონლაინ პლატფორმებზე, ისე თანამედროვე გამოწვევებს ვერ ვუპასუხებთ. ამ კუთხით, ცოდნის განახლება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მედია წიგნიერების ფუნქცია, რაც კომისიამ აიღო თავის თავზე, არის ძალიან სასიკეთო საქმე მედიისთვის. ეს პროექტი კიდევ უფრო ბევრ სიკეთეს გაუკეთებს ქართულ მედიას თუ კომისია გააგრძელებს და ხშირად ჩამოიყვანს ტრენერებს ამ მიმართულებით“,- განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ყალბ ამბებთან ბრძოლის წინააღმდეგ პროექტების განხორციელების შესახებ "იმედის კვირის" ეთერში, რამდენიმე თვის წინ პირველად განაცხადა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.


