imedi /  04 მაისი 2018, 15:34 / სანდო წყარო

დეპუტატების ნაწილი ოცნებიდან და პატრიოტთა ალიანსიდან მარშელებს თავდებში უდგება

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

"ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი "ქართული მარშის" დაკავებულ წევრების თავდებით გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ On.ge წერს.

ამ ინფორმაციით, მარშის წევრებს თავდებში უდგებიან: "ქართული ოცნების" წევრები: გია ჟორჟოლიანი და დავით ჭიჭინაძე, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი. ასევე,  თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური.

პროკურორმა მარშის წევრებისთვის პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატებმა კი თავდებით გათავისუფლება. სასამართლო პროცესს ადა მარშანია, ემზარ კვიციანი და ჯონდი ბაღათურია ესწრებიან.

დღეს გაირკვევა დარჩებიან თუ არა წინასწარ პატიმრობაში დაკავებული „მარშელები.“

"რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

ყველა სიახლე

ირაკლი ბერაია

26 იანვარი 2022, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს ალიანსის წევრები, ასპირანტ საქართველოს ესაუბრებოდნენ როგორც თანასწორუფლებიან მოკავშირეს და როგორც ალიანსის პასუხიმგებლიან წევრ სახელმწიფოს ეკითხებოდნენ მოსაზრებებს

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა. ალიანსის უკლებლივ ყველა მოკავშირის მხრიდან მოვისმინეთ მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა შეაქეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების თვალსაზრისით, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 იანვარი 2022, 19:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.

ანდრია გვიდიანი

26 იანვარი 2022, 19:13

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი გამოწვევების შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორმა დიდი გზა გაიარა იმ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ და ამ გზის მთავარ ლოკომოტივად ენერგეტიკოსები სწორ სატარიფო პოლიტიკას ასახელებენ. „უფასო დენი, გაზი და წყალი!“ – ასეთი დაპირება რომ აბსურდულია და რომ ქვეყანაზე უფასო არაფერია, საზოგადოება დიდი ხანია თანხმდება. თუმცა, კვლავაც გვხვდება მოსაზრებები, რომ კომუნალური ტარიფები „უნდა განახევრდეს“, - რა არის ზოგადად ტარიფი, რა კომპონენტებისგან შედგება ის და საბოლოოდ როგორ და რომელი პრიორიტეტების საფუძველზე დგინდება, ამ თემაზე ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინი

26 იანვარი 2022, 19:08

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესება მას არ დააზარალებს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესება მას არ დააზარალებს, თუმცა პოლიტიკურად დესტრუქციული ნაბიჯი იქნება.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 იანვარი 2022, 19:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით; რის გამო, არ მოსწონს და არ ეთანხმება ოპოზიციას რეზოლუციას? რომ პირდაპირ ომს არ ვუცხადებთ რუსეთს, არ მოვითხოვთ პუტინის დაპატიმრებას

დაეწყვეთ ოცეულებად ან ასეულებად და წაბრძანდით უკრაინაში, ვაი და მართლა ომი, რომ დაიწყოს, უკრაინას თქვენი პოპულისტურ-პროვოკაციული რეზოლუციები კი არ დაჭირდება არამედ ცოცხალი ძალა- წინ ფრონტის ხაზზე, თან რუსეთთან ომისა და გამარჯვების გამოცდილება თქვენ, რომ გაქვთ, სწორედ ასეთი უნდა.“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სალომე და სოფი ტეტუნაშვილები

26 იანვარი 2022, 18:57

საზოგადოება

იტალიაში, 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქართველი გოგოს და: მთავარია, ცოცხალი დაგვიბრუნდა ჩემი სულის ნაწილი

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ქართველი გოგოს - სალომე ტეტუნაშვილის და Facebook-ზე წერს, მომხდარის დეტალები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, მთავარია, ის ცოცხალია.

26 იანვარი 2022, 18:54

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო: გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე, არ შეესაბამება სიმართლეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 იანვარი 2022, 18:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გატარების გარდა, უკრაინაც და საქართველო მათ რეალურად ფეხებზე კიდიათ, ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია უკრაინისა და საქართველოს ანექსია/ოკუპაციის საბოლოო გაფორმებაზე

უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა - საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა.- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.

კრისტინ ლამრეხტი

26 იანვარი 2022, 18:37

მსოფლიო

გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის

გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამრეხტმა განაცხადა.

26 იანვარი 2022, 18:26

სპორტი

ცნობილია, რა შემადგენლობით დაუპირისპირდებიან „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიასა და ნიდერლანდებს 🏉

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას „მესხზე“, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2022, 18:22

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მე რომ რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად დავინიშნო, მავანი იმ სკოლის წინ გამართავს აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს საშინაო დავალებას შევუმოწმებ

იცით, როგორი შთაბეჭდილება მაქვს, მე რომ ერთ დღეს, დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, მავანნი იმ სკოლის წინ დაიწყებენ აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს შევუმოწმებ საშინაო დავალებას, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიო „იმედის“ გადაცემაში სტუმრობისას, რითაც გამოეხმაურა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

სალომე ზურაბიშვილი

26 იანვარი 2022, 18:20

საზოგადოება

პრეზიდენტი შშმ მოზარდზე ძალადობაზე: დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეტროში შშმ მოზარდზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2022, 18:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და მას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი

გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე ოპოზიციის იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც მწარედ იმედგაცრუებულები დარჩებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რამე უკეთესი შესთავაზონ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.

26 იანვარი 2022, 18:11

კულტურა

Netflix-ის პირველ არაბულ ფილმს ეგვიპტეში სკანდალი მოჰყვა

Netflix-ის პირველმა არაბულმა ფილმმა, გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ეგვიპტელთა იმდენად მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომ კრიტიკოსები პლატფორმის აკრძალვას ითხოვენ.

26 იანვარი 2022, 18:09

სამართალი

მუხიანის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა დაიწვა

ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც imedinews-ს შემთხვევის ადგილზე ადგილობრივმა განუცხადა, იმავე კორპუსის მცხოვრებს შენობა უკანონოდ ჰქონდა აგებული.

26 იანვარი 2022, 18:08

რეგიონი

თელავში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

რომის პაპი ფრანცისკე

26 იანვარი 2022, 18:01

მსოფლიო

რომის პაპი: გთხოვთ, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცოთ

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის დღე წარმართა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

იოახიმ ვუნდრაკი

26 იანვარი 2022, 17:56

COVID19

გერმანელი ანტივაქსერი დეპუტატი სხდომებში მონაწილეობას ორგანული მინის „ბოქსიდან“ მიიღებს

გერმანიის პარლამენტის აუცრელი დეპუტატი იოახიმ ვუნდრაკი საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომებში ორგანული მინით შემოღობილი ადგილიდან მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2022, 17:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამართლებდნენ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ახალგაზრდების მკვლელობას, ამართლებდნენ ციხეში პატიმრების გაუპატიურებას

ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროდ არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა მეტროს სადგურ „ისანში“ პოლიციელების შშმ პირზე თავდასხმის ფაქტს და საკითხზე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

26 იანვარი 2022, 17:47

ეკონომიკა

საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა

„იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს , როგორც ეპიზოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ