imedi /  10 მაისი 2018, 10:48 / სანდო წყარო

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ორგანიზაცია „გენი ქართული“-ს განცხადებას მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თითქოს კომიტეტმა ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა, დაუმსახურებელ ბრალდებას უწოდებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოწვეული გვყავდა ათზე მეტი ორგანიზაცია, მრავალშვილიანი დედები, პროფკავშირები, დემოგრაფები, იურისტები და სხვა დარგის ექსპერტები. შენიშვნა იმის თაობაზე, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭება მოხდეს ასაკის შეუზღუდავად, პირველივე სხდომაზე გავითვალისწინეთ. ეს შენიშვნა, არასამთავრობო ორგანიზაციამდე თავად მე დავაფიქსირე სხდომაზე.

რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტზე ამ საკითხის განხილვას, კომიტეტებს გადაგზავნილი ჰქონდათ პირველადი, ინიცირებული ვარიანტი. ყველა კომიტეტის სხდომაზე დავაფიქსირე, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება ქვეყნის ხელისუფლებას უმაღლეს რანგში ჰყავს აყვანილი და მუშაობა სწორედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს. რაც შეეხება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს, სტატუსი განისაზღვრება ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ვიქტორ ორბანი

21 აპრილი 2026, 23:14

მსოფლიო

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.

21 აპრილი 2026, 23:06

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.

21 აპრილი 2026, 23:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 22:56

მსოფლიო

მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც თეირანმა ამერიკულ პოზიციებს არ უპასუხა - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც დეტალებს უშუალოდ ფლობს.

21 აპრილი 2026, 22:50

მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის, რომლებიც ირანთან ომში საკვანძო როლს ასრულებენ.

21 აპრილი 2026, 22:44

რეგიონი

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ირაკლი ზარქუა

21 აპრილი 2026, 22:38

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს

ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

თომას ფაზი

21 აპრილი 2026, 22:20

მსოფლიო

თომას ფაზი: მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს

„ახლა დამარცხებისა და მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მომაკვდინებელია. ამას ემატება მასიური ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ამ ომებმა გამოიწვია. შედეგად გვაქვს მზარდი ფასები, საწარმოების დახურვა, მილიონობით ადამიანების გაღარიბება. ასევე ეს ომი ზოგადად, და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ამართლებს იმ ანტიდემოკრატიულ ღონისძიებებს, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. ე.წ. რუსული საფრთხობელა პოლიტიკურად მეტად მომგებიანია ახლა ევროპისთვის“.

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება აისახება პარტიის ეფექტიანობაზე

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, - ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.

თომას ფაზი

21 აპრილი 2026, 22:09

პოლიტიკა

თომას ფაზი: ის მოცემულობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს, რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია

„მიმაჩნია, რომ აქამდე საქმე ერთგვარ სატესტო შემთხვევებთან გვქონდა, უნგრეთის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მგონია რომ მაინც ეს იყო ტესტი, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მიმაჩნია რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. საფრანგეთის არჩევნებზე ბრიუსელში ბევრს დარდობენ. მათ უკვე შექმნეს ისეთი იურიდიული მოცემულობა, რომ მარინ ლე პენმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს. ვხედავთ რომ უკან არ იხევენ არცერთი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როდესაც საქმე საფრანგეთის არჩევნებს ეხება. მათ მოსამზადებლად კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი აქვთ“.

თომას ფაზი
ირინა ბათიაშვილი

21 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

თომას ფაზი: ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის

ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის. ასევე საინტერესოა თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ამ ომში? დონბასის დაბრუნებას? თუ სხვა ანექსირებული რეგიონების დაბრუნებას? ყირიმის დაბრუნებას? ყველასთვის ნათელია რომ ნებისმიერი ამ მიზნის შესრულება შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა რაიმე რეალური შანსი რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს.

გია აბაშიძე

21 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს - წერს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

21 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი უწყების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

თომას ფაზი

21 აპრილი 2026, 21:56

პოლიტიკა

თომას ფაზი მეიდნის მოვლენებზე: დასავლეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინა არჩევანის წინაშე დასავლეთმა ძალით დააყენა - ეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად შევა

„უკრაინაში 2014 წლამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვის თანახმად უკრაინელთა უმრავლესობას, სწორედ ამ მიზეზით ნატოში გაწევრიანება არ სურდა. ეს უკრაინაში უფრო ნათელი იყო, ვიდრე საქართველოში. უკრაინა ყოველთვის ორად გაყოფილი იყო, ვგულისხმობ უფრო დასავლეთისკენ ორიენტირებულ, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინას, რომელიც არის კიდევაც ეთნიკურ უკრაინელთა საყრდენი, და რუსულად მოსაუბრე და პრორუსულ განწყობების მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინას“.

21 აპრილი 2026, 21:54

რეგიონი

22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქ. მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება. საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.

დავით ქართველიშვილი

21 აპრილი 2026, 21:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის სპეციალისტია

რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

21 აპრილი 2026, 21:49

საზოგადოება

ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.

თომას ფაზი
იან პრაუდი

21 აპრილი 2026, 21:47

პოლიტიკა

თომას ფაზი: დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად. ორბანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, ზეწოლა საზღვარგარეთიდან იყო არნახული

არავისთვის არის საიდუმლო რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ორბანის თავიდან მოშორება სურდა, მათ ყველაფერი იღონეს ამ მიზნის მისაღწევად, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა.

ლუკა ჭოხონელიძე

21 აპრილი 2026, 21:46

პოლიტიკა

ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს

ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას. ჭოხონელიძის თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში, მის ინტერესშია, ხოლო, სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე თანახმაა.

21 აპრილი 2026, 21:41

პოლიტიკა

ოპოზიციის აქტივისტი ალბი კორძაია ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს: ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით

ოპოზიციის აქტივისტი, ალბი კორძაია, ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს, ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამ ისტორიის 100 პროცენტით სჯერა.