imedi /  22 მაისი 2018, 10:06 / სანდო წყარო

თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. ინფორმაციას "კახეთი ხმა" ავრცელებს.

ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნველყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ძი იანჩისთვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას, გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. 
სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურებისა და სტაციონარულ განყოფილებებს, საოფისე და აპარატურის ოთახებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობით.

მანამდე, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოსა და კახეთში ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება.

ყველა სიახლე

ვალდის დომბროვსკისი

23 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს

„სავსებით გასაგებია, რომ თითქმის ხუთწლიანი ომის შემდეგ გარკვეული დაღლილობა იგრძნობა, თუმცა თავიდანვე ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ“, - მიიჩნევს დომბროვსკისი.

23 სექტემბერი 2026, 14:20

სამართალი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა

სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე სასამართლო სხდომები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს სამართალდამრღვევად ცნო. ის 1500 ლარით დააჯარიმა.

ლევან ჯორბენაძე

23 სექტემბერი 2026, 14:19

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა, ვატო წერეთელმა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 14:18

მსოფლიო

მედია: ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ოფიციალური დახვედრის პროტოკოლს, 60 წლის განმავლობაში პირველად დაარღვევს. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს ასაფრენ ბილიკზე 1962 წელს დახვდა, როდესაც ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.

რადოსლავ სიკორსკი

23 სექტემბერი 2026, 14:13

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: მალე მინსკში პოლონეთის საელჩოს ახალ შენობას გავხსნით

„ეს პირველი, შესავალი შეხვედრაა, თუმცა დისკუსიები სხვა სამინისტროებთან და სხვადასხვა დონეზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი შეთანხმების მისაღწევად ყოველთვის პირველი დგამს ნაბიჯს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სიკორსკიმ.

გიორგი სოსიაშვილი

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად, ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი

„ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი. მე არ მახსოვს მისგან, რაიმე ეროვნული პროექტისთვის დაეჭიროს მხარი. ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა: კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობას და კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობს რადიკალი, ე.წ. პოლიტიკოსი დააფინანსოს

კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ [აღმოჩნდება, რომ] ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ლევან მეხუზლა

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

თამარ იოსელიანი

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

23 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

23 სექტემბერი 2026, 13:12

სპორტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

23 სექტემბერი 2026, 13:09

რეგიონი

ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

23 სექტემბერი 2026, 12:57

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 12:50

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

23 სექტემბერი 2026, 12:44

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

23 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.

23 სექტემბერი 2026, 12:12

რეგიონი

ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 12:07

საზოგადოება

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.

შალვა პაპუაშვილი

23 სექტემბერი 2026, 11:52

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

23 სექტემბერი 2026, 11:40

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.