SPIEGEL-ი შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს
გიორგი გახარია
ფოტო: Facebook
გავლენიანი გერმანული გამოცემა SPIEGEL-ი საქართველოს ვიცეპრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონესა და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხება.
გიორგი გახარია საუბრის დასაწყისშივე უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გათვალისწინებით საქართველოს უდიდეს მონაპოვარს უწოდებს, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
,,2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა 300 000-ზე მეტი ვიზიტი; მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშრუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს გახარია.
რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, რომელიც ერთგვარ კრიტიკასაც კი იწვევს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება, რომელთაც უვიზო რეჟიმი მიენიჭათ ევროკავშირთან. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა - პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მოჰყვება კლების ტენდენცია. პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც. 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში დაფიქსირებულია კლება 58%-ით
რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოზიტიური განვითარება გვაქვს ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხითაც. მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ასევე შემცირებულია ბოლო ორ წელიწადში თავად დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი.
,,მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში, დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. და საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყნების მიხედვით ბოლო, 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს", - აცხადებს გიორგი გახარია.
გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები.
ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში, წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში.’’ - აცხადებს გიორგი გახარია.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.
28 მაისი 2026, 10:44
საზოგადოება
სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
28 მაისი 2026, 09:48
საზოგადოება
200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.
28 მაისი 2026, 09:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 მაისი 2026, 09:30
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.


