imedi /  04 ივნისი 2018, 12:19 / სანდო წყარო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16 საკითხზე მსჯელობენ

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე მსჯელობენ. მათ შორის არის უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების განაცხადების განხილვა.

საბჭო ამ ეტაპზე შვიდი მსურველის განაცხადს განიხილავს. 7 მოსამართლეს შორის არის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის განაცხადი, რომელიც საბჭოს წევრის, ანა დოლიძის, როგორც შემფასებელი წევრის, აცილებას ითხოვს.

ანა დოლიძე მისი აცილების მოთხოვნას თავის საჯარო აქტიურობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული მოსამართლისთვის სასამართლოსა და სამართალდამცველების მისამართით მის მიერ გაკეთებული განცხადებები აღმოჩნდა აცილების მოთხოვნის მიზეზი.

"ამ პროცესს ვებრძვი სასამართლოს მეშვეობით, ის გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში. მოსამართლეს, რომელიც ნამუშევარია ადეიშვილის დროს პროკურატურაში არ მოეწონა ჩემი განცხადება ადეიშვილის ნარჩენების შესახებ და არ მოეწონათ ჩემი ზოგადი კრიტიკა, რომელსაც რამდენიმე თვეა ვახორციელებ სამართალდამცველების და სასამართლოსადმი. ეს არის სისტემის რეაქცია. მე არასდროს არ დამიფიქსირებია რაიმე კონკრეტული პოზიცია ამ მოსამართლეზე. ამ ტენდენციას ვებრძვი, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, წნეხი რომ უბრალოდ შევეშვა ჩემს საქმიანობას, რაც არის ჯანსაღი კრიტიკა სისტემის და სისტემის შეცდომებისა", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დოლიძის თქმით, სასამართლოში აცილებებთან დაკავშირებით დოლიძის სარჩელის განხილვა 7 ივნისს იქნება.

"ვეცდები, იქ დავამტკიცო, რომ აცილებების პრაქტიკა არის ის, რომ კრიტიკულად, განსხვავებულად მოაზროვნე წევრი ჩამოაშორონ თავის საქმიანობას", - განაცხადა დოლიძემ. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უვადოდ დღევანდელი ფორმით უნდა შეჩერდეს.

"იანვარ -თებერვლიდან ვაბობ, რომ უნდა შეჩერდეს უვადოდ დანიშვნა დღევანდელი ფორმით. ეს ფორმა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, სჭირდება რეფორმა და ამ რეფორმას ველოდები პარლამენტიდან , რომელიც, სამწუხაროდ, დუმს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშებზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

20 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.

20 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.

20 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.

20 სექტემბერი 2026, 20:07

რეგიონი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ. შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ადგილებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მხრივ შეფერხება არ ყოფილა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდაზე მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ. სულ აღრიცხული 20 ადგილმდებარეობიდან ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა. რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.

დარინა მიქელაძე

20 სექტემბერი 2026, 19:52

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს.

დონალდ ტუსკი

20 სექტემბერი 2026, 18:53

მსოფლიო

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

პოლონეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. ​გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54,3% მთავრობის მეთაურის პოსტზე მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

20 სექტემბერი 2026, 18:45

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ჯორჯია მელონი

20 სექტემბერი 2026, 18:38

მსოფლიო

იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს

„იტალიის სკოლაში ღია სახით უნდა იარო და არავის შეუძლია რეალურ თუ სავარაუდო ტრადიციას ამოფარებულმა გადაწყვიტოს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

20 სექტემბერი 2026, 17:58

სპორტი

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.

20 სექტემბერი 2026, 17:58

კულტურა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა

საკუთარ შემოქმედებაზე, ფესტივალსა და ქართულ კინემატოგრაფიაზე ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა აგნეშკა ჰოლანდმა ილაპარაკა.

20 სექტემბერი 2026, 17:51

სპორტი

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-7 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „აიაქსთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა.