imedi /  12 ივნისი 2018, 18:11 / სანდო წყარო

გიორგი კვირიკაშვილი არ გადადგა

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ოფისი

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, შეხვედრაზე UNICEF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შესახებ საუბროდნენ.

კობერიძემ განაცხადა, რომ დღვანდელ შეხვედრაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებების შესახებ არ უმსჯელიათ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ იმსჯელებდნენ.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 12:48

COVID19

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციების დროს, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ

ვისკონსინის შტატის სააგენტო თანამშრომლებს, ვიდეო კონფერენციის დროს, მაშინაც კი როცა ისინი სახლში მარტო არიან, ავალდებულებს, რომ პირბადე ატარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას FoxNews-ი ავრცელებს. 31 ივლისს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მდივანმა, პრესტონ კოულმა, თანამშრომლებს გუბერნატორის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ შეახსენა, რაც 4 წელს ზემოთ ადამიანებს ავალდებულებს, რომ მაშნაც კი, როცა ისინი სახლში იმყოფებიან პირბადე ატარონ.

პარლამენტი

15 აგვისტო 2020, 12:44

პოლიტიკა

ფრაქციას „‬დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“ დღეიდან „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“‭ ერქმევა

საპარლამენტო‭ ‬ფრაქცია‭ „დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების‭“ ‬ოფიციალური‭ ‬სახელწოდება‬ ‭შეიცვალა და ‬საპარლამენტო‭ ‬საქმიანობას‭ ‬ფრაქცია‭ „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების“‭ ‬სახელწოდებით‭ ‬განაგრძობს. ‬„ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ფრაქციის სხდომა გუშინ გამართეს და სახელის ცვლილების ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

15 აგვისტო 2020, 12:43

COVID19

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ლათინურ ამერიკაში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 86 ათასს აჭარბებს და საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში, 2 600 ინფიცირებული იღუპება.

15 აგვისტო 2020, 12:37

COVID19

აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. ინფიცირებული ქალი აჭარის მკვიდრი არ არის, იგი ქობულეთში იყო დასაქმებული. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განმარტეს ინფიცირებულ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის არც კარანტინში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 პირი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

აშშ ჯარი

15 აგვისტო 2020, 12:29

COVID19

პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება

პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით გაიზრდება. ამის შესახებ პოლონურ მედიასთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აგვისტო 2020, 12:20

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინსკი „ვაგნერის“ მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკა

„ჩემი აზრით ეს უცნაური, არაკორექტული და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევის მოთხოვნა დაკავებულების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ბელარუსმა უპასუხოდ დატოვა.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 12:15

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შეზღუდვები არ დაწესდება

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება. როგორც დავით ქირიკაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა და უკვე დადასტურებული ყველა შემთხვ

15 აგვისტო 2020, 12:02

COVID19

ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია.

კორონავირუსი სამხრეთ კორეა

15 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

სამხრეთ კორეაში 11 მარტის შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 166 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 11 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 15 039 შემთხვევაა დადასტურებული, 13 901 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 305 კი გარდაიცვალა.

15 აგვისტო 2020, 11:50

საზოგადოება

ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კომბინირებული სპორტული მოედანი - თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

15 აგვისტო 2020, 11:45

სპორტი

საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბმა „მონპელიემ“, სადაც ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვარჯიშები დროებით შეწყვიტა

საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბმა „მონპელიემ“, სადაც ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვარჯიშები დროებით შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Hérault Rugby ავრცელებს. ძირითადი გუნდის ერთ-ერთ მორაგბეს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. „მონპელიეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ გარბახოსამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ერთობლივი წვრთნები 21 აგვისტომდე აღარ ჩატარდეს, ხოლო კლუბის წევრებს PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

15 აგვისტო 2020, 11:44

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი დღის წინ, მას შემდეგ ჩატარდა, რაც ამ სოფელში, ბოლო დღეების განმავლობაში, ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი რუსეთი

15 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 119 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 15 617-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 729 411 პაციენტი.

15 აგვისტო 2020, 11:37

სპორტი

ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა და ნინუას ვიდეოც მიუძღვნა. ახალ გუნდში ის 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „პაოკი“ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია.

ნიკოლოზ სიჭინავა

15 აგვისტო 2020, 11:34

სპორტი

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ სიჭინავა დასახელდა

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ სიჭინავა დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.„ინგულეცის“ 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გამოკითხვაში, რომელშიც კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ყველაზე მეტი 19 ხმა მიიღო. სიჭინავამ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და თავის გუნდს უკრაინის პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

გზის რეაბილიტაცია

15 აგვისტო 2020, 11:32

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელისაავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

15 აგვისტო 2020, 11:27

სპორტი

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა კლუბის სინგაპურელი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ვიდეო

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა კლუბის სინგაპურელი პრეზიდენტის პიტერ ლიმის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს. ისინი ითხოვენ, რომ Meriton Holdings-მა, რომელსაც სწორედ აზიელი მილიარდერი ფლობს, გუნდის აქციათა საკონტროლო პაკეტი გაყიდოს. ქომაგებმა აქციაზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, სადაც კლუბის გარდაცვალების თარიღად 2014 წელი იყო მითითებული, როდესაც ეს კლუბი ლიმმა შეიძინა.

ეკატერინე მიქაბაძე

15 აგვისტო 2020, 11:26

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის რეიტინგი დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე

„სარეიტინგო სააგენტომ Fitch-ი დადებითად აფასებს საქართველოში მმართველობას, ბიზნეს- და საინვესტიციო გარემოს, ასევე, ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის საიმედობაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ“.

ჟერარ პიკე

15 აგვისტო 2020, 11:18

სპორტი

ჟერარ პიკე: დამცირებულ „ბარსელონაში“ დიდი ცვლილებებია საჭირო

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის „ბაიერნთან“ 8:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 33 წლის მცველი, რომელმაც კლუბთან ერთად დაახლოებით 12 წელში 20 ტიტულის მოგება შეძლო განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად ის იქნებოდა პირველი ვინც კლუბს დატოვებდა.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 11:15

COVID19

საქართველოს კლინიკებში 216 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

„გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი. ერთი პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს“, - განმარტა ეზუგბაიამ.