imedi /  18 ივნისი 2018, 15:20 / სანდო წყარო

ენმ-ის წევრებმა ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს

აქცია

აქცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები: დათო მჟავანაძე, ბესო ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შევიდნენ და შიმშილობა დაიწყეს. 

როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, ინციდენტში მონაწილე ყველა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა დატოვონ თანამდებობა და უმკაცრესად აგონ პასუხი სამართლის წინაშე.

ენმ-ში ამბობენ იმასაც, რომ ბესიკ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არა მარტო "ქართული ოცნების" დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ მიაყენა, არამედ მას საკრებულოს 4 წევრი დაესხა თავს.

ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ "ქართული ოცნების" დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მანამდე ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

ყველა სიახლე

04 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი - ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ

თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე, - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

04 მარტი 2026, 12:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში“.

მაკა ბოჭორიშვილი
არარატ მირზოიანი

04 მარტი 2026, 12:21

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:13

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში

საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

04 მარტი 2026, 12:05

პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 11:55

მსოფლიო

Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

მახო გარსევანიშვილი

04 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!

„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა [დაბრუნება] და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, - აღნიშნა გარსევანიშვილმა.

04 მარტი 2026, 11:51

რეგიონი

სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ისრაელ კაცი

04 მარტი 2026, 11:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.

04 მარტი 2026, 11:21

სამართალი

მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

04 მარტი 2026, 11:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით

გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

04 მარტი 2026, 11:16

საზოგადოება

ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქე: ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე

ხანდახან გვესმოდა რაღაც ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამით ირთვებოდა ალარმი და არ იყო ეს სასიამოვნო, გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა, - განაცხადა ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო კვაშალმა.

04 მარტი 2026, 11:14

საზოგადოება

გიორგი გოგშელიძე: ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია

გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

04 მარტი 2026, 11:14

ტაბლოიდი

როგორი იყო „სისხლიანი მთვარე“🌕ფოტოგალერეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფოტოგრაფებმა „სისხლიანი მთვარე“ დააფიქსირეს - მთვარის დაბნელება, რა დროსაც დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი ცაზე წითლად ჩანს.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

04 მარტი 2026, 10:50

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ესე გაწირო შენი ხალხი!

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

04 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

04 მარტი 2026, 10:37

მსოფლიო

მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს

ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.

04 მარტი 2026, 10:34

საზოგადოება

ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.