imedi /  24 ივნისი 2018, 18:45 / სანდო წყარო

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

ალექსანდრე ბარამიძე

ალექსანდრე ბარამიძე

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. იუსტიციის სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს მიხეილ სარჯველაძე იკავებს, რომელიც მანამდე ასევე თეა წულუკიანის მოადგილე იყო.

"მთავრობის შემდაგენლობის დამტკიცების შემდეგ, როცა მოადგილეებიც უნდა დაინიშნონ, მინისტრი და ალექსანდრე ბარამიძე შეთანხმდნენ, რომ ის აღარ იქნებოდა წარდგენილი“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იყო.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2021, 11:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 502 თბილისში, იმერეთში - 732, კახეთში კი 523 გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარაში - 105, იმერეთში - 732, ქვემო ქართლში - 273, შიდა ქართლში - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 296, კახეთში - 523, მცხეთა-მთიანეთში - 69, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

28 ოქტომბერი 2021, 10:51

რეგიონი

ზუგდიდში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი.

28 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 951-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 965714 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 707 290 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 647 878, გარდაიცვალა 99 918 პაციენტი.

28 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.69%-ს შეადგენს

27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.97% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.89%.

28 ოქტომბერი 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 45კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4009 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5177 პაციენტი.

28 ოქტომბერი 2021, 10:41

პოლიტიკა

კახა სიხარულიძე დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, სადაც სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია შედგა.

28 ოქტომბერი 2021, 10:03

რეგიონი

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ადგილზე გაეცნო.

რონალდ კუმანი

28 ოქტომბერი 2021, 09:41

სპორტი

„ბარსელონა“ მწვრთნელის გარეშე დარჩა

„ბარსელონა“ მწვრთნელის გარეშე დარჩა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი სპეციალისტის, რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯინ შაჰინი

28 ოქტომბერი 2021, 09:31

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 09:25

პოლიტიკა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და კობა ნაყოფია „იმედის“ კამერამ სენაკში ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ღამით „იმედის“ კამერამ სენაკში, რესტორან „ოსკარში“ ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა.

მიხეილ სარჯველაძე

28 ოქტომბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, იმდენად დიდი იყო შეკრებაზე მოსული მოქალაქეების ენთუზიაზმი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელმა შეკრებამ მის მოლოდინსაც გადააჭარბა.

რატი იონათამიშვილი

28 ოქტომბერი 2021, 09:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: შემაჯამებელმა შეკრებამ ნათლად დაანახა ყველას, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელმა შეკრებამ ნათლად დაანახა ყველას, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა.

28 ოქტომბერი 2021, 08:55

საზოგადოება

განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ნიჭიერ სტუდენტებს დააფინანსებს

საქართველოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

თეა წულუკიანი

28 ოქტომბერი 2021, 08:53

კულტურა

თეა წულუკიანი თეატრალური საზოგადოების საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში საქართველოს თეატრალური საზოგადოების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

28 ოქტომბერი 2021, 08:51

ეკონომიკა

ნათია თურნავამ თბილისში სასტუმრო „რამადას“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

28 ოქტომბერი 2021, 08:43

საზოგადოება

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროექტი დაიწყო

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის თანამშრომლობით, თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყო - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი.

28 ოქტომბერი 2021, 08:40

საზოგადოება

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში 50 პედაგოგი გადაამზადა

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 50 პედაგოგი გადაამზადა.

28 ოქტომბერი 2021, 08:35

რეგიონი

თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

28 ოქტომბერი 2021, 08:33

COVID19

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე არცერთი ბავშვი არ იმყოფება

პედიატრების განცხადებით, ბავშვთა კლინიკებში კოვიდინფიცირების მხრივ ვითარება სტაბილური გახდა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში არც ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განმარტებით, 70 პაციენტის მშობლებს შორის მხოლოდ 4-ია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.