ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა
ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ცენტრი
უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი. ინფრომაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრში აცხადებენ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით.
"აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).
იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.
ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა," - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ივნიის ცნობილი გახდა, რომ კონდიცირების სისტემის დამონტაჟება ყველა საგამოცდო ცენტრში ვერ მოხერხდა და განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ რუსთავში მოეწყო. რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კონდიციონერების საკითხს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დაინიშნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.
ასეცე ცნობილია, როგორი კალმების შეტანის უფლება ექნებათ აპლიკანტებს ეროვნულ გამოცდებზე.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება
ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ექსპერიმენტების ჩატარებას ბიუჯეტის ხარჯზე. გვაქვს კარგად გააზრებული და გათვლილი ის ნაბიჯები, რასაც ვდგამთ. გორი-არგვეთის 105 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველ რიგში აირჩა სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი და საინჟინრო კუთხით ყველაზე რთული მონაკვეთი, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’.
12 ივნისი 2026, 09:42
პოლიტიკა
პრემიერი: ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით
მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:40
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ამიტომაც, საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ
თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
12 ივნისი 2026, 09:39
პოლიტიკა
სადირ ჟაპაროვი: მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება
მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემი მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისთვის, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:37
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე: აშკარაა, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე - იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია
ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.
12 ივნისი 2026, 09:35
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: 6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ ისაუბრა სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ახალი სისტემის დანერგვისთვის და ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
12 ივნისი 2026, 09:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:25
საზოგადოება
ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ საჩხერეში სემინარები ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარა.
12 ივნისი 2026, 09:24
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
12 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ყირგიზეთის პრეზიდენტი: ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე
უპირველესყოვლისა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პატივცემული ირაკლი კობახიძის მიმართ მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებისთვის, - განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
12 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში დრონების გაგზავნის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
12 ივნისი 2026, 08:55
მსოფლიო
ტრამპმა შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონის კანდიდატურა დაასახელა
ტრამპმა შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონის კანდიდატურა დაასახელა. მან სენატს მიმართა და კლეიტონისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
12 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: ირანის ქმედებების შედეგად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის მიყენებული ზიანი ირანული ანგარიშებიდან ამოღებული თანხით ანაზღაურდება
ირანის ქმედებების შედეგად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის მიყენებული ზიანი ირანული ანგარიშებიდან ამოღებული თანხით ანაზღაურდება. ამის თაობაზე შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
12 ივნისი 2026, 08:38
საზოგადოება
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამოს“ მიმდებარე ქუჩებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით, 02:00-მდე საათამდე იმუშავებს.
12 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
გაეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე ქართული დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართა
გაეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე ქართული დოკუმენტური ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართა. ფილმი პარალიმპიური მოძრაობის ისტორიას მოგვითხრობს, პარასპორტსმენებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს შესახებ, მათ ლოკალურ და საერთაშორისო წარმატებაზე, პირად ემოციებსა და განცდებზე.
12 ივნისი 2026, 08:10
პოლიტიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი მასპინძლობს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
12 ივნისი 2026, 08:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
12 ივნისი 2026, 01:22
მსოფლიო
ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, თეირანი „კონცეპტუალურად“ დათანხმდა, მისცეს აშშ-ს ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება და შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები.
12 ივნისი 2026, 01:09
სპორტი
მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
12 ივნისი 2026, 00:40
სპორტი
მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩში რაულ ხიმენესმა სხვაობა ორამდე გაზარდა
მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უპირატესობა განიმტკიცა. მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა.


