ირაკლი აბესაძე: შალვა თადუმაძე ქართული ოცნების პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება
ირაკლი აბესაძე
ფოტო: გიორგი ხუხია
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას უმრავლესობის და უმცირესობის წევრები აფასებენ.
კანდუდატურა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ის წლების განმავლობაში მოქმედ ხელისუფლებაში მუშაობდა, ამიტომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება.
"იმ სიტუაციაში, როდესაც სარალიძის შემთხვევამ მთლიანად გამოააშკარავა ის უსამართლობა, რომელიც პროკურატურის სისტემაში არსებობს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება შემდგომი მთავარი პროკურორი. არ უნდა მივცეთ საშუალება "ქართულ ოცნებას" მთავარ პროკურორად გამწესდეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მორჩილებაში იქნება "ქართულ ოცნებასთან" და ასეთად წარმოგვიდგენია სწორედ ბატონი თადუმაძე, რომელიც წლებია მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი იყო და ახლა უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი შეთავაზება - ბატონი შალვა შავგულიძის სახით, რომელიც ნამდვილად იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი, რაც მთავარია პროფესიონალი მთავარი პროკურორი",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მმართველ გუნდში შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით კონსულტაციებს უარყოფენ, თუმცა აცხადებენ რომ მათთვის ეს კანდიდატურა მისაღებია. "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით სუბიექტური განცხადებების გაკეთებას ერიდება. მათი შეფასებით, პოლიტიკოსების განწყობებმა საპროკურორო საბჭოზე გავლენა არ უნდა მოახდინოს და მთავარი პროკურორობის კანსიდატები მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა შეირჩნენ.
"ბევრი რამ შემიძლია თადუმაძეზე ვთქვა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ეტაპი, როცა სახელისუფლებო გუნდიდან მსგავსი შეფასებები გაკეთდეს. მივცეთ საშუალება საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ფავორიტებს რაც შეეხება, მე მყავს ჩემი ფავორიტი, მაგრამ ამ ეტაპზე მას არ დავასახელებ",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის დასახელება მისთვის მისასალმებელია. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი თადუმაძეს აირჩევს, ქვეყანას კარგი მთავარი პროკურორი ეყოლება.
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს იწურება. ამ დროისთვის საპროკურორო საბჭოში 16 ადამიანია წარდგენილი.
მთავარი პროკურორი თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 20:45
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
შეტევა პატრიარქზე და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აკეთებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას.
01 ოქტომბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
პოლონეთის ჯილდო მზია ამაღლობელს - „ქართული ოცნება“ შეკვეთილ და წახალისებულ ძალადობაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება და თბილისის პროტესტი - მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის ჯილდოს გადაცემა მმართველ გუნდში რადიკალიზმისა და ძალადობის ღია წახალისებად უკვე შეფასდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სააკაშვილისთვის ჩავარდნილი აქცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ის, რაც IRI-იმ კვლევით თქვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქციით დაადასტურა. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად რიყის პარკში შეიკრიბა.
01 ოქტომბერი 2026, 20:34
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები
ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ დამალული კვლევის კიდევ ერთი დანართი. მთავრობის მთავარ მიღწევად გამოკითხულთა 35 პროცენტი მშვიდობას ასახელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ნაწილი IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, მეორე ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა. ცალკეული ლიდერები კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ მონაცემებს მხოლოდ მედიის საშუალებით გაეცნენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი ცილისწამების საპასუხოდ სამართლებრივ დავას იწყებს. სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ, სასამართლო დავას იწყებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და გაყალბებული რეალობა. საიას ტყუილში იუსტიციის სამინისტრო ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროში გაგზავნილ ანგარიშს, რომელშიც ციხეების გადატვირთულობაზე წერია, ასევე გაკრიტიკებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები.
01 ოქტომბერი 2026, 20:21
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა - დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა. დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
2012 წლის პირველი ოქტომბერი - გარდამტეხი თარიღი ქართულ პოლიტიკაში. 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა. მმართველი გუნდის შეფასებები „ქრონიკაში“
მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე გადის.
01 ოქტომბერი 2026, 20:03
მსოფლიო
მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.
01 ოქტომბერი 2026, 19:57
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
01 ოქტომბერი 2026, 19:32
რეგიონი
ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
01 ოქტომბერი 2026, 19:19
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 19:04
მსოფლიო
ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ
ქალაქ ნიცის მერი, ერიკ სიოტი საფრანგეთის მასშტაბით ლიცეუმებთან მიმდინარე არეულობებსა და ვანდალიზმის ფაქტებს ეხმაურება და დამნაშავეთა მიმართ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.
01 ოქტომბერი 2026, 18:47
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს
მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს, 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა, აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკასთან“.
01 ოქტომბერი 2026, 18:44
მსოფლიო
„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France insoumise) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიცებით, აღნიშნული პარტია ლიცეუმების ბლოკადის ფონზე „ქვეყანაში ამბოხის ორგანიზებას ცდილობს“.
01 ოქტომბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: 2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ოპოზიციას ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით, რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს
ბაჩო ოდიშარია: 2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ოპოზიციას ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით, რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს
01 ოქტომბერი 2026, 18:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა
საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.
01 ოქტომბერი 2026, 18:30
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თანაგუნდელებზე: ადამიანი, რომელზეც ფიქრობდი, რომ იყო თანამებრძოლი, ღირებულებებზე არსებობდა თანხმობა, როდესაც ასე იცვლის თავის ცნობიერებას, გამოდის, რომ ან დასაწყისშივე გატყუებდა და მისი რეალური სახე არ ვიცოდით, ან გამოდის, რომ მას თავისი პირადი, მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე შეუძლია, რომ ასეთი ორსახოვნება გამოაჩინოს
კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილ თანაგუნდელებზე ილაპარაკა.


