imedi /  17 ივლისი 2018, 13:12 / სანდო წყარო

მინდელის შახტში აფეთქების მიზეზებს გერმანელი ექსპერტებიც შეისწავლიან

ტყიბული, მინდელის შახტი

ტყიბული, მინდელის შახტი

ტყიბულში, მინდელის შახტში არსებული მდგომარეობის დასათვალიერებლად შრომის ინსპექტორების ჯგუფი დღეს ჩავიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მოლაპარაკებები 4 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს, რომელთაგან გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი კონსულტაციების გასამართად საქართველოში ხვალ, 18 ივლისს ჩამოვა. 

"რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების ჩართულობას, მომხდარის შემდეგ, მივმართეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც ოთხ საექსპერტო-საკონსულტაციო ორგანიზაციას გაუწია რეკომენდაცია, საიდანაც ერთს შევარჩევთ. მოლაპარაკებებს ოთხივე ორგანიზაციასთან ვაწარმოებთ. აქედან ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც გერმანელი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, საქართველოში დღეს ან ხვალ იქნებიან. ხვალვე დაიწყება საკონსულტაციო შეხვედრები ამ ექსპერტებთან; რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. უნდა შევხვდეთ და გავიგოთ რა სქემას გვთავაზობენ. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფერაძემ. 

ფერაძის განმარტებით, ტყიბულის შახტებში უბედური შემთხვევის მოკვლევა აპრილში განხორციელდა, ხოლო ინსპექტირება შახტებში გასული წლის ბოლოს ჩატარდა.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო.

მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებულნი, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 13:01

საზოგადოება

დეპუტატებმა პარლამენტის წევრის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

„საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ისე, რომ გამოგვაკლდა ერთი კოლეგა - ვახტანგ კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა, ადამიანი, რომელთანაც ბევრი ჩვენგანის ემოცია არის დაკავშირებული და ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება ჩვენს საზოგადოებას“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბექა ოდიშარია

07 თებერვალი 2023, 13:01

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო

ჩემთვის პატივია, გახლდეთ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა ახლა ნამდვილად რთულია წინამდებარე მოვალეობის შესრულება. თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

07 თებერვალი 2023, 12:57

საზოგადოება

პარლამენტმა თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრაგედიამ ორი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 12:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე

ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე - უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

07 თებერვალი 2023, 12:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი „პეტრუშკა“ უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით

მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:46

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტზე: გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან

ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს. ჩერგელეიშვილის თქმით, როგორი „ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და „ნაცებიც“.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

07 თებერვალი 2023, 12:43

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.

07 თებერვალი 2023, 12:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ნინო ფოჩხუა

07 თებერვალი 2023, 11:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს

იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.