თბილისის მერს პრეზიდენტის სასახლის მუზეუმად გადაკეთების იდეით მიმართეს
ფოტო:პრეზიდენტის ადმინისტრაცია
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.
ერთ-ერთ იდეით მერს მოქალაქე მიხეილ დიაკონიძე მიმართავს და სთავაზობს, პრეზიდენტის სასახლე მეფეთა მუზეუმად გადაიქცეს.
დიაკონიძის მოსაზრებით, იდეა შესაძლოა მხოლოდ თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული, თუმცა გასახმოვანებლად უკეთეს ტრიბუნას ვერ იპოვიდა.
" შემოვდივარ წინადადებით: ე.წ ,,პრეზიდენტის სასახლე" გადავაკეთოთ ,,მეფეთა მუზეუმად", კერძოდ შენობის ინფრასტრუქტურას არ დასჭირდება დიდად შეცვლა, გავაკეთოთ ჩვენი მეფეების ცვილის ფიგურები (შესაძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტებიც) თან დავურთოთ საინფორმაციო დაფა და აუდიო ისტორია მისი მეფობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, რათა ტურისტებმა (და ეჭვი მაქვს ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემაც) შეძლონ მათთვის გასაგებ ენაზე მოსიმინონ ისტორიები საქართველოს მეფეებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი თარიღების შესახებ.
ამავე შენობაში გამოიყოფა სივრცე სადაც შეგვიძლია სუვენირების სახით გავყიდოთ საქართველოსთან ასოცირებული სიმბოლიკები (დროშა, გერბი, თუნდაც მეფეების მინი ფიგურები და ა.შ). სასახლე (შემდგომში მეფეთა მუზეუმი) იქნება ფინანსურადაც შემოსავლიანი, ასევე მოხდება ტურისტების ინფორმირება სუფრისა და სადღეგრძელოების გარეთ :)) , შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მოსულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ.
ამავე სასახლეში (შემდგომში მეფეთა მუზეუმში) შესაძლებელია ერთ-ერთ სივრცეში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მომავლის საქართველო არსებული და განვითარრების დიდი პერსპექტივის მქონე ადგილებითა და არსებული ობიექტებით (სვანეთი, ბაკურიანი, ბათუმი და სხვა); ეს იქნება ერთ სივრცეში მოკრძალებულად ჩატეული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. და ბოლოს ვფიქრობ იმ მოკრძალებულ ფუნქციებს რაც პრეზიდენტს გააჩნია ახალი სასახლეც ეყოფა :)) p.s თვითონ სახელი ,,მეფეთა მუზეუმი" მომწონს და გოლიათი აღმაშენებლის ცვილის ფიგურას რომ წარმოვიდგენ უკვე შემდგარი პროექტი მგონია", - წერს მიხეილ დიაკონიძე.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 9 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
08 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:27
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
08 სექტემბერი 2026, 10:18
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“.
08 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
ტრამპი ამერიკაში Bombardier-ის ტიპის კანადური თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.
08 სექტემბერი 2026, 10:03
რეგიონი
წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
08 სექტემბერი 2026, 09:48
ტაბლოიდი
პრინცი ჯორჯი სწავლას იტონის კოლეჯში გააგრძელებს
13 წლის პრინცი ამ ელიტური კერძო სკოლა-პანსიონის მოსწავლე გახდება, სადაც ბრიტანეთის 20 პრემიერ-მინისტრს აქვს განათლება მიღებული და სადაც სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 65 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
08 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
მედია: უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი - ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.
08 სექტემბერი 2026, 09:29
ტაბლოიდი
მექსიკაში ენოტებმა ნაგვისგან სათამაშოების დამზადება ისწავლეს🦝
ჯუჯა ენოტები მხოლოდ კუნძულ კოსუმელზე ბინადრობენ და გადაშენების პირას იმყოფებიან. ველურ ბუნებაში მხოლოდ 200-ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი.
08 სექტემბერი 2026, 09:12
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას ჰპირდება, რომ როცა აშშ ირანთან ომს მოიგებს, ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცემა.
08 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და რეაქტიული დრონები გაუშვა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება უკრაინული მედია.
08 სექტემბერი 2026, 08:41
მსოფლიო
მედია: უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ
კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ. ცნობას უკრაინული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 08:34
მსოფლიო
ბოსნია ჰერცეგოვინაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ბოსნია ჰერცეგოვინაში მაშველი მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ დახმარების გარეშე სტიქიის ლოკალიზების შანსი მინიმალურია.
08 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე - როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს
ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე? - მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის როლთან დაკავშირებით ამ კითხვას სვამს. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის მიერ „ასავალ-დასავალისთის“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის აუდიოჩანაწერი „იმედის კვირამ“ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.
08 სექტემბერი 2026, 08:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე ნიკა გვარამიას ისევ უპირისპირდება
„სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად. ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს - საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, - წერს წითლიძე.
08 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 134-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
08 სექტემბერი 2026, 08:05
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებზე იმსჯელებენ
ბათუმში მიმდინარე ფორუმი რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო სივრცეა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში მის როლს ეთმობა. დისკუსიებში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
08 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.


