imedi /  21 ივლისი 2018, 18:59 / სანდო წყარო

დეპუტატი ემიგრანტებისთვის „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განმარტავს

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.

კვაჭანტირაძე დიასპორის შესახებ კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე საუბრობს.

„მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმებმა მოიცვა ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ძირეული ინტერესები.

საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაკეთდა დიასპორის შესახებ ჩანაწერი, რომ: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.“ ამგვარად, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და დანიშნულებად განისაზღვრა დიასპორაზე ზრუნვა.

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ასევე მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას.

თავის დროზე კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთანავე ისინი ავტომატურად კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამჟამად, ეს პრობლემა მოხსნილია. ხოლო იმ პირებმა, რომლებმაც ამ მოტივით დაკარგეს მოქალაქეობა, მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ სახელმწიფოს და მათ გამარტივებული წესით დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა.

ამავე დროს, ვიღებთ გარკვეულ სამართლებრივ ბარიერსაც, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ იქნეს გამოყენებული ქართული სახელმწიფოს საზიანოდ. კერძოდ, ამის მაგალითებია: ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზის 10 წლამდე გაზრდა და გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2 წლიანი ცხოვრების ცენზის 5 წლამდე გაზრდა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დღემდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა საგამონაკლისო წესით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესს. წარმოდგენილი ცვლილებით ჩნდება ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობის სახით. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები.

როგორც წერილშია განმარტებული, მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რისი მეშვეობითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც, რაც მნიშვნელოვანი ჩანაწერია.

ემიგრანტებისთვის გავრცელებულ წერილში განმარტებულია, რომ კანონის მიღებას აქვს ბევრი დადებითი მხარე, კერძოდ; დიასპორას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი პოტენციალი, ინტელექტუალური და კულტურული, ისე - ფინანსური და ეკონომიკური უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვა გარემოებათა შორის, მხედველობაში იქნება მისაღები შემდეგი გარემოებები: როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ასევე იგი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში.

კანონი პირდაპირ უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამართლებრივ ინტერესებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტს - დიასპორაზე ზრუნვას, შესაბამისად, მინდა ყველას მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ამ კანონით წარმოდგენილი უფლებები, რასაც შედეგად მოჰყვება სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორას/ემიგრანტებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის.

ყველას გილოცავთ ამ კანონის მიღებას და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მთელ ამ პროცესში“, – ნათქვამია წერილში.

21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:15

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

16 აპრილი 2026, 00:01

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ლევან მაჭავარიანი

15 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სკოტ ბესენტი

15 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

15 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:16

პოლიტიკა

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

კეროლაინ ლევიტი

15 აპრილი 2026, 23:15

მსოფლიო

თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.

15 აპრილი 2026, 22:52

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.