imedi /  24 ივლისი 2018, 10:29 / სანდო წყარო

თეთნულდზე უკრაინელი ტურისტის ძებნაში ვერტმფრენი ისევ ჩაერთო

თეთნულდი

თეთნულდი

თეთნულდზე, უკრაინელი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილის 7:00 საათიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენი თბილისიდან მესტიის მიმართულებით დილით გაფრინდა. მანამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა. 

მათივე ინფორმაციით, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე, მწვერვალ თეთნულდზე მე-5 დღეა არის თოვლი, ნისლი და ქარი, ამიტომ  ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვა შეუძლებელი იყო.

18 ივლისს ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ ავიდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

მოგვიანებით სამაშველო სამსახურმა დაკარგული ტურისტები იპოვა. ერთი ტურისტი 19 ივლისს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ერთი ალპინისტი კი დაიღუპა.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 21:25

COVID19

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა. ფედერაციის დამფუძნებლთა ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.

დონალდ ტრამპი

25 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

რიჩარდ გრენელი: დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს

გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს.

25 იანვარი 2021, 21:18

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აუცილებელია

ეს არის ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. არამხოლოდ კოვიდვაქცინის დროს, არამედ ყველა ვაქცინაციისას, - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევას გამოეხმაურა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 21:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო მოწოდებულია, დარჩეს ტოპ დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის

„ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა - საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ხატია დეკანოიძე

25 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიაზე: არსებობს ელემენტი, რომელიც უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა..მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

25 იანვარი 2021, 20:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 20:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

25 იანვარი 2021, 20:29

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 420 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი, ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით საკითხს დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. მასთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გვქონდა დღემდე ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა პრეზიდენტთან, საპარლამენტო ასამბლეასთან და გვინდა ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:12

COVID19

თამარ გაბუნია: პირველ ეტაპზე COVID19-ზე მოსახლეობის 41% რომ აიცრას, ესეც დიდი მიღწევაა

პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ პოსტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორე ვადით ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამ პოსტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას საქართველოს ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

25 იანვარი 2021, 19:48

COVID19

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

მარიამ ქვრივიშვილი

25 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში

დღეს მოვისმინეთ დადებითი შეფასებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლ გარემოში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 19:37

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა ეპიდემიების წინააღმდეგ, რაც მეცნიერებამ იცის

ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რაც ზოგადად მეცნიერებამ იცის, ეპიდემიებთან საბრძოლველად და კარგია, რომ ეს COVId19-თან მიმართებითაც გაჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედს ვიტოვებთ რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:15

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას

„თუ ოპოზიცია საკუთარ მანდატს არ გამოიყენებს, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:02

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში საქართველოს ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც მომავლისთვის იბრძვის

საქართველოს ევროპის საბჭოში ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იბრძვის საკუთარი მომავლისთვის და ახორციელებს ძალან ბევრ რეფორმას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:00

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 277 შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 860 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 429 605 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 25 073 ადამიანი, 2 307 721-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.