imedi /  28 ივლისი 2018, 20:20 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: სვანეთის სტიქიის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა

სოზარ სუბარი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთში მომხდარი სტიქიის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ეს ფაქტორი ამწვავებს იმ შედეგს, რასაც კატაკლიზმები იწვევს, თუმცა, სვანეთის შემთხვევაში, ეს არაა სტიქიის უპირველესი გამომწვევი. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას თქვა. 

„სვანეთში სტიქიის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი ხე-ტყის კანონიერი ან უკანონო ჭრა არ ყოფილა. ასეთი მასშტაბის სტიქიები პერიოდულად, ხდება ხოლმე. ცხადია, ადამიანის ჩარევა ბუნებაში, გარემოში, ყოველთვის აძლიერებს იმ შედეგებს, რომელსაც ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს.

ზუსტად ასეთი ფორმულირება ჰქონდა პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძესაც. მას არ უთქვამს, რომ ეს ხე-ტყის ჭრამ გამოიწვია. ვერტმფრენით ერთი გადაფრენითაც კი, ადგილზე ნათლად ჩანს, რამდენი სახერხი ქარხანაა ამ ხეობებში. მათი უმრავლესობა არაა ლიცენზირებული, არაა კანონიერი. გარკვეულ შემთხვევებში, ესაა მოსახლეობის რაღაც ნაწილის ბრალი, გარკვეულ შემთხვევებში - ესაა სახელწიფოს მიერ გამოწვეული. თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც რეგულაციები ვერ შევიმუშავეთ თავის დროზე. ხაიშის ტერიტორიაზე თითქმის შეუძლებელია, კანონიერად აწარმოო რაიმე საქმიანობა იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად მიჰყიდა ინდურ კომპანიას, Trans Electrica-ს.

თვითნებურად ჩვენ ამას ვერ შევცლიდით. ეს საქმე ახლა საერთაშორისო არბიტრაჟშია და ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კანონის გვერდისავლით იმოქმედებდა. ვიცით, რომ წინა ხელისუფლებისას ვიღაცას დაიჭერდნენ და პირიქით, აქეთ ახვეწნინებდნენ ხელისუფლებისთვის, - იჩუქეთ თქვენგნ ნაყიდი მიწაო. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლებრივი ბრძოლა საქართველოს და სრულიად მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდება.

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯებიც გადაიდგა. ესაა თემა, რომლის რეგულირება, მოგვარება, კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ჩემი მიმართულება არ იყო, მე ამ საკითხში ყოველთვის ღრმად ვიყავი ჩახედილი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე იმ კუთხეს ეხებოდა, საიდანაც მე ვარ. აქ არაა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. საქმე გვაქვს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხთანაც.

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც ყოველთვის ურჩევნია, კანონის გვერდისავლით იმოქმედოს. თუმცა, სრული თავდადებით ვამბობ, რომ იქ აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მათ თავი აქვთ გადადებული, რადგან ისეთ ადგილებში უხდებათ ხე-ტყის ჭრა, სადაც სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს ყოველი მათი გადაადგილება. როგორც ტყიბულის შახტში ყოველი ჩასვლა სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული, ისეა მათი საქმეც და შეიძლება, უფრო მეტადაც.

როცა ამას ემატება ის, რომ მათ აქვთ კანონის შიში, რომ ვინმემ არ შეამოწმოთ, ცხადია, მათ ძალიან უნდათ, რომ ეს ყველაფერი ლეგალურ ჩარჩოებში მოექცეს. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ტყეში ყველა ვერ უნდა მიდიოდეს. ლიცენზიის გარდა მას უნდა გააჩნდეს გარკვეული სტატუსი და მომზადება. ადგილობივებს შეიძლება, მომზადება არ აკლიათ, მაგრამ შეიძლება ისინი გახდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ანუ, რაღაც ფორმის მოფიქრება შეიძლება"- თქვა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ხე-ტყის იმპორტზე დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზეც ისაუბრა. მისი თმით, ამით „გზა გაეხსნება“ უცხოეთიდან შემოსულ ხე-ტყეს, რომელიც შეამცირებს მოთხოვნას ადგილობრივი ხე-ტყის მასალაზე. მისივე განმარტებით, იმპორტირებული მასალისთვის კონკურენციის გაწევა შიდა ბაზარზე საგადასახადო რეგულაციების შემუშავებით შეიძლება. 

„დღეიდან 8 დღის ვადაში ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას და იქ გავივლით ყველა დეტალს. არა მხოლოდ ხე-ტყის, არამედ - ალტერნატიული დასაქმების ნაწილშიც. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მესტიის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონი ლარი იყო. აქედან დიდი ნაწილი იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული. დღეს ბიუჯეტი 7 მილიონზე მეტია და ამ თანხის აბსოლუტურ უმრავლესობას ადგილობრივი შემოსავლები შეადგენს. ესაა ის, რასაც მივაღწიეთ მმართველობის პერიოდში. ამ რეგიონში, ჭუბერსა და ხაიშში დღეს არაა ტურიზმი ისე განვითარებული, როგორც სხვანეთის სხვა ნაწილებში. თუ ადგილობრივ ხელუხლებელ ბუნებას ტურიზმისთვის გამოვიყენებთ, ეს შექმნის ადგილობრივებისთვის ალტენატიული დასაქმების საშუალებას“ - თქვა სოზარ სუბარმა.

26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელ ჭუბერსა და ხაიშში შევიდა. სამართალდამაცველებს ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს და ქვები და ჯოხები ესროლეს.

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. 

სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებდნენ და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.

ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. ბახტაძემ ასევე თქვა, რომ ხე-ტყის ჭრა დღგ-სგან თავისუფლდება, რაც მისი თქმით ამ მიმართულებით დაინტერესებას შეამცირებს.

გუშინ საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13 წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.

21 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.

21 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.

21 ივლისი 2026, 20:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.

მაკა ბოჭორიშვილი

21 ივლისი 2026, 19:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

21 ივლისი 2026, 19:39

მსოფლიო

Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა

რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 19:36

პოლიტიკა

თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.