პოლიტიკა
16 აპრილი 2026, 18:33
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია
საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.
16 აპრილი 2026, 18:28
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
16 აპრილი 2026, 18:23
შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.
16 აპრილი 2026, 18:21
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების
ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
16 აპრილი 2026, 18:13
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას
ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 18:03
გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
16 აპრილი 2026, 17:56
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი
ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 17:52
შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის
არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


