imedi /  14 აგვისტო 2018, 09:54 / სანდო წყარო

ცნობილია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერის თანახმად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლები. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

დოკუმენტში წერია, რომ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

ამ დადგენილებით, სპეციალურ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ასევე გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

ამასთანავე, სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

ამასთან, სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

14 ივლისი 2026, 11:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ვაშინგტონი მსოფლიოს დემოკრატიის სერტიფიკატებს ურიგებს და სხვებს უნაკლო საარჩევნო სტანდარტების შესახებ მორალს უკითხავს, ზოგჯერ საკუთარი სარკისკენ გახედვაც სასარგებლოა

სისტემა, რომელშიც არჩევნებში გარდაცვლილი კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო სენატორის ადგილს დროებით მისი უახლოესი ნათესავი იკავებს, უფრო ჰგავს ირანის აიათოლათა ინსტიტუტის მემკვიდრეობას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აშშ-ში 2022 წლის კონგრესის არჩევნებსა და სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალების შემდეგ კონგრესში ადგილმონაცვლედ მისი დის დანიშვნას ეხმიანება.

ზაალ ანჯაფარიძე

14 ივლისი 2026, 11:49

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათის იყო.

ლევან მახაშვილი

14 ივლისი 2026, 11:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც შავ ზღვაში თუ ზოგადად, ფართო რეგიონში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა კაია კალასის განცხადებას.

14 ივლისი 2026, 11:45

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.

14 ივლისი 2026, 11:31

საზოგადოება

სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და WIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტები

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 11:28

მსოფლიო

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა გოლოსეევის რაიონში მდებარე საწყობებში, დარნიცკის რაიონში კი ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. კლიჩკოს ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან.

ემზარ გაგნიძე

14 ივლისი 2026, 11:24

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

14 ივლისი 2026, 11:22

მსოფლიო

აშშ ირანული ხომალდებისთვის ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაახლებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ის „უზრუნველყოფს ბლოკადის აღსრულებას იმ გემების მიმართ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონების მიმართულებით ან იქიდან გადაადგილდებიან“.

14 ივლისი 2026, 11:19

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს პარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებაში ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 11:09

მსოფლიო

აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი სერია განახორციელა

ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში ამერიკულმა ძალებმა ირანის სხვადასხვა რეგიონში სამხედრო სამიზნეებს, სანაპირო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებს და საზღვაო შესაძლებლობებს დაარტყეს. რეგიონში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს ირანიც.

14 ივლისი 2026, 11:00

მსოფლიო

საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

განცხადება ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, მომდევნო თვეებში უკრაინის მეზობელ ქვეყნებში საზღვაო სახმელეთო და საჰაერო წვრთნა ჩატარდება, რომელშიც ის მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მომავალში უკრაინაში განალაგდება.

14 ივლისი 2026, 10:52

ეკონომიკა

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

14 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

სალავატში დარტყმის ქვეშ მოჰყვა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი - „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“. მედიის ცნობით, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ასევე, წინასწარი მონაცემებით, სალავატში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზა „როსნეფტ-ოპტს“.

14 ივლისი 2026, 10:40

მსოფლიო

პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

ხანძარი პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მდებარე ფონტენბლოს კომუნის მახლობლად მდებარე ტყეში 12 ივლისს გაჩნდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიწვა 1300 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი. უსაფრთხო ადგილას დაახლოებით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ასევე დაიკეტა რამდენიმე ავტომაგისტრალი.

14 ივლისი 2026, 10:26

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

14 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ვახო სანაიაზე: ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი

„ფედერალისტების" ლიდერი ვახო სანაიას და მის კოლეგებს „რუს დეზინფორმატორ მავნებლებს" უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას ზაფხულის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჰქონდა, თუმცა, „ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს" არ წყალობენ და ამიტომაც ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას.

14 ივლისი 2026, 10:24

სამართალი

პოლიციამ თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 10:23

სამართალი

სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

14 ივლისი 2026, 10:23

ეკონომიკა

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია ევროკონტროლი: საქართველოში 12 ივლისს რეკორდული რაოდენობის აფრენა - დაფრენა განხორციელდა

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია „ევროკონტროლის“ კვლევის თანახმად, 12 ივლისს საქართველოში 289 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი საქართველოში 2025 წლის 24 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც 277 აფრენა - დაფრენა განხორციელდა.

ნინო თანდილაშვილი

14 ივლისი 2026, 10:14

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის მმართველი კომიტეტის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO), გარემოს ეროვნული სააგენტოსა (NEA) და წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, თბილისში, შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის (BSMEFFGS) მმართველი კომიტეტის ღონისძიება გაიმართა.