კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ მაია ცქიტიშვილს მიმართავს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს იმ პრიორიტეტებს სთავაზობს, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს. მიმართვის სრულ ტექსტს droa.ge ავრცელებს.
კოალიციის წევრთა თქმით, უმთავრესი საკითხი ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაა.
„დღეისათვის მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ქონება და ფინანსები. ქვეყანაში მობილიზებული გადასახადების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ირიცხება თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში, რაც ამცირებს მათ დაინტერესებას, ხელი შეუწყონ საკუთარ ტერიტორიაზე ეკონომიკურ აქტივობას. მუნიციპალიტეტები ადგილობრივი მნიშვნელობის სერვისებს აწვდიან საკუთარ მოსახლეობას, თუმცა, შემდეგ მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის უდიდესი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და არა - ადგილობრივ ბიუჯეტში. არსებული სატრანსფერო პოლიტიკა არასამართლიანია და არ ემსახურება მუნიციპალიტეტების ფინანსური გაჯანსაღების მიზნებს, იგი იგნორირებას უკეთებს თვითმმართველი ერთეულების წახალისებას მათ მიერ მობილიზებული შემოსავლების გაზრდის მიმართულებით. გათანაბრების პოლიტიკა არ ითვალისწინებს თვითმმართველობის კომპეტენციებში შემავალი საზოგადოებრივი სერვისების მინიმალური სტანდარტების შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქონების (სასოფლო-სამეურნეო მიწის, არასასოფლო-სამეურნეო მიწის, ბუნებრივი რესურსების, ტყის, წყლის რესურსების, საძოვრების, შენობა-ნაგებობების) დიდი ნაწილი არ არის მათ საკუთრებაში და ისინი მათ ვერ განკარგავენ მუნიციპალტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის. ასევე, დასახვეწია ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემისა და მისი გამოყენების მექანიზმები“, - ნათქვამია მიმართვაში.
კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობისას სამთავრობო კომისია უნდა დაეყრდნოს 2013 და 2015 წლებში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ მიღებულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
კოალიციის წევრები, ასევე, აცხადებენ, რომ გასაზრდელია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები და შესამუშავებელია სტანდარტები, რომლითაც მუნიციპალიტეტები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ.
„არსებობს უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება, სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალურ დონეზე უფრო რელევანტური, იაფი და ეფექტიანი იქნებოდა, თუმცა, ამ უფლებამოსილებებს ჯერ კიდევ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებისას უნდა განისაზღვროს იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, რომლის მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა ეტაპობრივად მოხდება; უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს მხრიდან დელეგირებულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი და მათი განხორციელების პირობები. კერძოდ, აუცილებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის გადაცემული ფინანსური სახსრების მოცულობის გაანგარიშების წესისთვის შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. უნდა განისაზღვროს დეცენტრალიზაციის ეტაპები და ვადები“, - ნათქვამია მიმართვაში.
რაც შეეხება სტანდარტებს, კოალიცია მიიჩნევს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებმა სფეროების მიხედვით უნდა დაიწყონ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების სტანდარტიზაცია.
„ეს სტანდარტები იქნება საუკეთესო ინდიკატორი იმისა, თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში რომელი სერვისი რა ხარისხით მიეწოდება მოსახლეობას. მუნიციპალური სერვისების სტანდარტების დადგენა არის ყველაზე სწორი გზა, ობიექტურად განვსაზღვოთ მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა, ვინაიდან სტანდარტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ისაა, თუ ერთმა მოხელემ რამდენ მომხმარებელს უნდა გაუწიოს მომსახურება. მუნიციპალური სერვისების სტანდარტების დადგენის შემდეგ, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეულ მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, განსაზღვროს ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობა“, - აცხადებენ კოალიციის წევრები.
კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს ასახელებს. როგორც კოალიციაში აცხადებენ, დღეისათვის არ არსებობს მოხელეთა გადამზადების ერთიანი სტანდარტი და სისტემა, რის გამოც ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა უშედეგოა. კოალიცია ინიციატივით გამოდის, შეიქმნას სისტემა, რომლითაც კერძო სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათ მიერ შექმნილ საჯარო ორგანიზაციებთან ერთად, ექნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადების პროცესში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა“, - ნათქვამია მიმართვაში.
კოალიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ასევე, წინადადებით მიმართავს, რომ სტრატეგიით განისაზღვროს რეგიონების უფლებამოსილებებისა და მართვის სტრუქტურა იმისათვის, რომ მათ საშუალება მიეცეთ, გახდნენ ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების მომზადება-განხორციელებასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
კოალიციის წევრები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად აუცილებელია, გადამუშავდეს „თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები, ვინაიდან დღეს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები მოქალაქეთა მონაწილეობას ვერ უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, კოალიციის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრს სთავაზობენ, უფრო ზუსტად გაიმიჯონოს ძირითადი დასახლებების (სოფლის, დაბის, ქალაქის) სტატუსი და ის კრიტერიუმები, რომელსაც სტატუსის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული დასახლება. ამასთანავე, უნდა მოხდეს დასახლებების პასპორტიზაცია, რისთვისაც კანონის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ვადები უნდა გაიწეროს. „ასევე, განსასაზღვრია მუნიციპალიტეტების საზღვრების დადგენის წესი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მომზადებული. 2015 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა მუნიციპალურ სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი და დასახვეწია სამართლებრივი ურთიერთობები მუნიციპალიტეტიტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, დასახვეწია საკრებულოს მიერ აღმასრულებელ ორგანოზე (მერზე) ზედამხედველობის მექანიზმებიც“, - ნათქვამია მიმართვაში.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 14:25
სამართალი
„ქრონიკამ“ გადაიღო სასტუმროს შიდა ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციელებმა ბრალდებული დააკავეს
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. ის მისივე ოჯახის კუთვნილ სასტუმროში აიყვანეს.
23 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ
„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტრებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
23 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება
სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.
23 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას
ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.
23 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით
„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
23 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მოღვაწეების პატივისცემა თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპული საკითხია. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მწერლებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას, საზოგადოების პროტესტი და მკვეთრი ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე.
23 ივლისი 2026, 13:56
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს
აი, რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას მომავალთან დაკავშირებულ პროგრამას ვეღარ სთავაზობს, „ომს წარსულს უცხადებს“ და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას ცდილობს.
23 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად ყბაში მოსდეს
სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:53
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ უნდა შეფასდეს როგორც რიგითი აგრესია, ეს იყო პასუხი იმ მიზანმიმართულ შეტევაზე, რომელსაც წლებია, ლიბერალური და ფსევდოლიბერალური წრეები ახორციელებენ ჩვენს ღირებულებებზე, ეკლესიასა და ისტორიულ მოღვაწეებზე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ონისე ოქრიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობის წინაშე დგას.
23 ივლისი 2026, 13:52
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „გადატრიალებებში" ჩაფლავებული მანქურთები საქართველოს ღვაწლმოსილებს „ამცირებენ". პიროვნება, რომელმაც ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ვიგინდარა ონისე ოქრიაშვილისგან, თავად ჩაბარდა პოლიციას, მისი ადგილი არაა საკანში
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ პირი, რომელმაც, მისი თქმით, „ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა“, თავად ჩაბარდა პოლიციას და მისი ადგილი ციხეში არ არის.
23 ივლისი 2026, 13:50
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინის ომი „სულელური ომია“ და აშშ მზად არის შეთანხმების შესაძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევაში აქტიური როლი შეასრულოს.
23 ივლისი 2026, 13:40
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: რა სურს ნაცს? - რაც შეიძლება მეტი ტრაგედია, უბედურება და ტკივილი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. როდესაც საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, ორმაგი მონდომებით იწყებენ საზოგადოების გაღიზიანების, შუღლისა და დაპირისპირების კამპანიას. ნაცსა და მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც მათ ტელევიზიებსა და „პეროიანებს“, სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ
სოციალურ ქსელებში ნაცური ტელევიზიების გვერდებსა და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებს გადავხედე. გასაკვირიც არაფერი მინახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვისი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 13:36
საზოგადოება
რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 13:33
მსოფლიო
რუბიო: უკრაინაში ომის დასრულებისთვის, მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსასვლელად „ახალი იდეებია“ საჭირო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდაზე „ახალი იდეების“ წარდგენა.
23 ივლისი 2026, 13:29
სამართალი
ბოლო ორი კვირის მონაცემებით, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს
მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.
23 ივლისი 2026, 13:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე: როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა „ქართველებმა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებში თავად გამოცხადდა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
23 ივლისი 2026, 13:04
ტექნოლოგიები
იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან
„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.
23 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.
23 ივლისი 2026, 12:51
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ სკვერს მუხიანის IVბ მიკრორაიონში აწყობს
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.


