imedi /  30 აგვისტო 2018, 14:05 / სანდო წყარო

სადაზღვევო კომპანიები მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავენ

კერძო სადაზღვევო კომპანიები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს სადაზღვეო კომპანიების ასოციაციამ გააკეთა.

სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ  იაფი წამლებით უზრუნველყოფის პროგრამას. თუმცა, მათი აზრით, ეს საკმარისი არ არის, ამიტომ პირველ ეტაპზე კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები, რომლებიც დააფინანსებს მედიკამენტებს; დააფინანსებს ამბულატორიულ მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა); დააფინანსებს ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად – (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას); დააფინანსებს სტომატოლოგიას (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).​

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდა მედიკამენტებზე მკვეთრად დაიკლებს, რადგანაც კომპანიების ექსპერტების მხრიდან გაკონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიზნობრიობა და რაციონალურობა.

„მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალურმა მოხმარებამ გამოიწვია. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლოდ გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით, წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში საშუალოდ 60-70 ლარს არ აღემატება, რაც ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. მათი თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა იმის შედეგია, რომ კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, დანერგილია ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ, როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი – 240 ლარზე მეტია, ეს კი, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ნიშნავს იმას, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არამხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტიანად მოიხმარს.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა 2017 წელს დაიწყო.

ყველა სიახლე

მამა საბა გაზდელიანი

01 ივნისი 2026, 08:18

საზოგადოება

მამა საბა გაზდელიანი: ფარავნის ტბაზე, სოფელ ფოკაში, 10:00 საათზე სადღესასწაულო მსახურებას აღავლენს მიტროპოლიტი დანიელი, ხოლო 12:30-ზე პარაკლისს გადაიხდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო მესამე ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, პარაკლისს აღავლენს. მანამდე კი, ღია ტრაპეზზე სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდება. წირვას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს.

01 ივნისი 2026, 08:06

სამართალი

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალდება ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

01 ივნისი 2026, 01:30

სპორტი

გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე. ვიდეო

გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე.

წმინდა ნინოს ხატი

01 ივნისი 2026, 00:01

საზოგადოება

1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:47

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის რთული ვითარება, რომელიც ევრობიუროკრატიამ თვითონ შექმნა საქართველოსთან მიმართებით, არის მარტივი განსამუხტი, ამას სჭირდება ობიექტური მიდგომა მათი მხრიდან. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ურთიერთობებისთვის, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები და ობიექტური დამოკიდებულება

ჩვენ როდესაც კონსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებდით და 78-ე მუხლს ვწერდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ არაობიექტურობის ეს მორევი იქნებოდა ჩვენს წინააღმდეგ მომართული ევრო ბიუროკრატიიდან. ეს ყველაფერი ევრო სკეპტიციზმს ძალიან აღრმავებს ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატებს არ აინტერესებთ, რეალურად სად დგას ქართული დემოკრატია, არ აინტერესებთ, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ბევრი საფეხურით წინ ვართ - როგორც კი აქაურ მეხუთე კოლონას სჭირდება მაშველი რგოლი, მაშინვე ხდება ევროპარლამენტის რაიმე რეზოლუციის გამოცხობა

ეს ყველაფერი ადასტურებს იმ არაჯანსაღ ინტერესს, რაც სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ ევრობიუროკრატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპელი ბიუროკრატების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე. აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს

ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა, სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე და აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი

31 მაისი 2026, 23:10

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი

დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი, - განუცხადა „იმედის კვირას“ ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 22:40

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

31 მაისი 2026, 22:40

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.

მიხეილ დუნდუა

31 მაისი 2026, 22:27

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია

წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, მოსახლეობის შემოსავლის დონის გაუმჯობესებას ხმარდება და შესაბამისად საშუალო ფენა ყალიბდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

კახა კალაძე

31 მაისი 2026, 22:06

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

31 მაისი 2026, 21:51

მსოფლიო

იარაღი დიპლომატიის ნაცვლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ეტაპზე გადავიდა - მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აძლიერებს, კრემლი ახალი შეტევებისთვის ემზადება და ბირთვული რიტორიკაც სულ უფრო ხშირად ისმის.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2026, 21:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს: თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა

მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2026, 21:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2026, 21:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია

პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

31 მაისი 2026, 21:33

ეკონომიკა

სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

სახელმწიფო ვითარდება, ძლიერდება და სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. როცა ბიზნესი არ განიცდის ტერორს, არ არეკეტებს სახელმწიფო, გარემო არის ინვესტორზე მორგებული, სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხა წლიდან წლამდე იზრდება და ადამიანებს აქვთ ცხოვრების უკეთესი პირობები, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ ჰქონდათ.

შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2026, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.