imedi /  14 სექტემბერი 2018, 11:53 / სანდო წყარო

2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას მასწავლებელთა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზრდება. 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს“, - თქვა ბახტაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

დღეს საქართველოს მთავრობამ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. განათლების სფეროს რეფორმირების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

პრემიერის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდები, განათლება და ინოვაციები.

როგორც რეფორმის წარდგენისას ითქვა, რეფორმა განათლების ხუთივე მიმართულებით გატარდება. 

2018 წლის 1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს იღებს. 

ყველა სიახლე

ირაკლი კოვზანაძე

13 ივლისი 2020, 14:57

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche-მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​.

ზაზა გაბუნია

13 ივლისი 2020, 14:57

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა.

13 ივლისი 2020, 14:51

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს

ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ატარებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 13 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს, რწმუნებულის მოადგილეს გიორგი გონაძეს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირივ თანამშრომლებს შეხვდა.

13 ივლისი 2020, 14:48

რეგიონი

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთის ქუჩები დაიტბორა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე არის ძლიერი ღელვა და ვერ ხერხდება წყლის გადადინება. მერიის განცხადებით შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც დაითვლის მისახლეობისათვის მიყენებულ ზარალს და ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.

კატოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

13 ივლისი 2020, 14:38

საზოგადოება

ილია მეორე: ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს

ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მსახურების ბოლოს მრევლი დალოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა, პატრიარქმა აღნიშა, რომ ადმიანი ღვთის მადლის მიმღები უნდა იყოს და მადლობა შესწიროს მას ამისთვის.

13 ივლისი 2020, 14:30

COVID19

არჩილ თალაკვაძე: პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო ​კორონავირუსთან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდსიტუაციას ინარჩუნებს

„იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2020, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ჩვენ ვხედავთ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 14:18

პოლიტიკა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა. პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ გაზეთის გამოშვებას იწყებს, ასევე ჩაეშვება ვებგვერდი, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება, დააკვირდეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესს.

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 14:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების განხილვას შეძლებს

„სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ აღნიშნული ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც, ალბათ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებაზე“.

 „სი-თი პარკის “ ჯარიმები

13 ივლისი 2020, 14:11

საზოგადოება

„სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან. კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.

არჩილ თალაკვაძე

13 ივლისი 2020, 14:05

COVID19

არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

13 ივლისი 2020, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 32 151-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 573 პაციენტი გარდაიცვალა, 19 865 კი გამოჯანმრთელდა.

13 ივლისი 2020, 13:53

საზოგადოება

საგამოცდო ცენტრებში დღეს საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა

დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა. ხუთივე მათგანმა გამოცდა სპეციალურად შექმნილ სარეზერვო სივრცეში წერა, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. სოფო გორგოძის თქმით, დღეს ისტორიის გამოცდები 2 სესიად მიმდინარეობს და პირველი სესია უკვე დასრულდა.

მაია ბიღაძე და ნანა ჯანაშია

13 ივლისი 2020, 13:49

საზოგადოება

თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN-ი გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ირაკლი ბერაია

13 ივლისი 2020, 13:36

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია „THE HILL“-ში: მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ისინი ვერ დაინახავენ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს

ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება, - გამოცემა „THE HILL“ საქართველოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს.

13 ივლისი 2020, 13:36

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 13:36

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ნეპალის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიაგდის მხარე დაზარალდა, სადაც 27 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

13 ივლისი 2020, 13:31

საზოგადოება

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.

13 ივლისი 2020, 13:27

რეგიონი

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტში. სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და გზებზე გადავიდა. ასევე, ნალექმა გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

13 ივლისი 2020, 13:16

სამართალი

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შექმნილია შტაბი და სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.