ზურაბ ჯაფარიძე კანაფის რეგულირებაზე მთავრობის კანონპროექტის ხარვეზებს ასახელებს
ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: არქივი
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის რეგულირებაზე მთავრობის კანონპროექტის ხარვეზებს ასახელებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის აზრით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა არათუ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს არსებულ რეალობას, რადგან კრძალავს ქვეყნის ბაზარზე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დღეს თავისუფლად იყიდება. ჯაფარიძის თქმით, ამ დოკუმენტის თანახმად მთავრობის მოლოდინი გრანდიოზულ საბიუჯეტო შემოსავლებზე, ფუჭია.
"კანაფის რეგულირებაზე მთავრობის კანონპროექტების პაკეტის შინაარსი ვისაც გაინტერესებთ (მოკლედ არ გამოვა. ყველა სისულელის ამოკრეფა დამეზარა):
დასაშვები იქნება მხოლოდ სამედიცინო და სამრეწველო მიზნებისთვის მოყვანა, გადამუშავება, გადაზიდვა, პროდუქციის წარმოება, ექსპორტი, თესლის/ნერგის იმპორტი
სამრეწველოში იგულისხმება მხოლოდ პარფიუმერულ-კოსმეტიკურ მიზნები (ანუ, თოკის გასაკეთებლად, ტანისამოსის ან იალქნების შესაკერად, ან უბრალოდ მერქნისთვის მოყვანა და ა.შ. იკრძალება :))
რეალიზაცია - მხოლოდ ექსპორტი (ანუ, უცხო ქვეყნებს ვკურნავთ და ვალამაზებთ, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლება :))
სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქმნება კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელმაც უნდა აკონტროლოს ყველაფერი
ლიცენზიები ცალ-ცალკე გაიცემა:
ა) სამედიციონოს - მოყვანაზე, გადამუშავებაზე, გადაზიდვაზე, პროდუქცის წარმოებაზე, ექსპორტზე, თესლის/ნერგის იმპორტზე
ბ) სამრეწველოს - მოყვანაზე, გადამუშავებაზე, გადაზიდვაზე, პროდუქცის წარმოებაზე, ექსპორტზე, თესლის/ნერგის იმპორტზე
მოყვანის ლიცენზია თუ გაქვს, გადამუშავება და ექსპორტი გეკრძალება (აზრი? ვერტიკალურ ინტეგრაციას ებრძვიან საფუძველშივე :))
გადამუშავების ლიცენზია თუ გაქვს, პროდუქტის წარმოება გეკრძალება (იგივე :))
გადაზიდვის ლიცენზია თუ გაქვს, სხვა ყველაფერი გეკრძალება (აი, მარტო გადაზიდვა რატომ უნდა გინდოდეს? :))
საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება როგორც სამედიცინო ისე პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმის რეალიზაცია (ანუ, ახლა რაც იყიდება ბევრ ადგილას, იმასაც კრძალავენ :))
მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს დათესვა-კულტივირების და წარმოების შიდა კვოტებს, დასაშვებ ტერიტორიებს და მათი შერჩევის კრიტერიუმებს (ანუ, მაგარი ჯიში რომ გააძრო, თუშეთში დათესო და 200 ტონა ზეთის მყიდველი გყავდეს ანტვერპენში, შეიძლება მთავრობამ გითხრას ეგ ჯიში არ მოსულა, თუშეთში არ მოსულა ან 200 ტონა არ მოსულაო :))
კულტივაციისთვის დასაშვებ ჯიშებს განსაზღვრავს მთავრობა (ალბათ დანერგე მომავლის ფარგლებში :))
კვოტაზე მეტი თუ მოიყვანე, ვალდებული ხარ ნამატი გადასცეს უსასყიდლოდ სააგენტოს, განადგურების მიზნით (რატომ უნდა გაანადგურო მცენარე რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება საერთოდ არ არის? :))
ლიცენზიები გაიცემა 5 წლით (5 წლის მერე კვალიფიკაცია გიქვეითდება ალბათ)
ლიცენზია შეიძლება აიღოს მხოლოდ შპს-მ ან სს-მ (ფიზიკურ პირს ეკრძალება. მერე იტყვიან გლეხი კაცისთვის არავინააო :))
ლიცენზია გაიცემა ან აუქციონის წესით ან პირდაპირ მთავრობის მიერ (ტრადიციულად ხვრელს იტოვებენ ახლობლებისთვის)
იმავე პაკეტში, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში წერია რომ თითოეული ლიცენზია ღირს 25,000 (ანუ, გაუგებარია, აუქციონია ლიცენზიაზე თუ ფიქსირებული ფასი?)
21 წლამდე ადამიანის ჩართვა ამ ბიზნესში იკრძალება - ისჯება 3-დან 7 წლამდე (რატომ უნდა აუკრძალო ახალგაზრდებს დასაქმება ამ სფეროში? მითუმეტეს რომ ამ მცენარეებში THC არ არის. კიტრის მოყვანაში ახალგაზრდების ჩართვა მოსულა? btw, ახალგაზრდებში უმუშევრობა 2-3-ჯერ მაღალია)
კულტივაცია, გადამუშავება, პროდუქციის შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ შენობაში, შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე. პლიუს, ამ შენობებში შესვლა-გამოსვლა მკაცრად რეგულირებულია (პირადობა, ელ. ჟურნალი, საშვები, ჩანაწერები უნდა შეინახონ მინ 2 წელი და ათასი ბოდვა) (კანონის ავტორები აშკარად ვერ არჩევენ სამედიცინო კანაფის სათბურს და ატომურ ელექტრო-სადგურს)
კანაფის გადამუშავების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით (მთავრობამ საიდან იცის? ან საიდან იცის კერძო მწარმოებელზე უკეთესად?)
გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ დაცვის თანხლებით (აი, კანაფის ზეთი და მაზები რომ მიგაქვს აეროპორტში, საექსპორტოდ, და ავტომატიანი რობოკოპები რომ გაცილებენ :))
გადაზიდვის უსაფრთხოების წესებს ადგენს მთავრობა (ჰო, კანაფის მაზი და ზეთი ფეთქებად-საშიშია ორივე) :))
სხვა ტვირთთან ერთად გადაზიდვა აკრძალულია (რატომ? შეერევა და დაწამლავს? :))
გადაგზავნა, მათ შორის ფოსტით, აკრძალულია (amazon-დან იწერს ხალხი CBD-ს შემცველ ზეთს. არაო, საშიშიაო :))
კანაფის სურნელის ჰაერში გავრცელება იკრძალება (არ ვაზვიადებ. ეგრე წერია. ამათ ჰგონიათ სამედიცინო კანაფის სათბურიდან მცენარის არომატმა თუ გაჟონა, შეიძლება არასრულწლოვნებს აბსტინენციის სინდრომი ჩამოუყალიბოს ეგრევე :))
სალიცენზიო პირობების დარღვევა - 50,000-დან 100,000 ლარამდე
მოკლე შინაარსი ესაა
რომ შევაჯამო:
საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ THC-ს ორგანიზმში შეშვება დასაშვებია. ეს კანონი ეხება მხოლოდ THC-ს არშემცველ მცენარეს. ანუ, ამ კანონს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს. პირადი მოხმარების მიზნით ვერც მოგყავს და ვერც ყიდულობ.
სრულიად გაუგებარია რა გრანდიოზულ საბიუჯეტო შემოსავლებზე საუბრობს მთავრობა. ამ კანონპროექტიდან რაც ჩანს, ბიუჯეტში შევა მხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადები, რაც ვერ გავა დიდ მაჩვენებლებზე, მითუმეტეს რომ მარტო სამედიცინო კანაფზეა საუბარი. იმედი მაქვს ექსპორტის დაბეგვრას არ დაიწყებენ აქციზით,"- წერს ჯაფარიძე.
კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს
ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.
16 ივლისი 2026, 13:52
ეკონომიკა
სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
16 ივლისი 2026, 13:50
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 13:34
ეკონომიკა
ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.
16 ივლისი 2026, 13:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.
16 ივლისი 2026, 13:22
მსოფლიო
უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა
უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.
16 ივლისი 2026, 13:12
მსოფლიო
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი 500 კმ სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს შეიმუშავებს და უკრაინას მიაწვდის
სააგენტო Bloomberg-მა შეიტყო, რომ დიდმა ბრიტანეთმა, პროგრამა Nightfall-ის ფარგლებში, პირველი ბალისტიკური რაკეტის შესამუშავებლად რამდენიმე კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ისე ევროპის ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებას.
16 ივლისი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი კუბილიუსი ფედოროვის გადადგომაზე: ეს გააჩენს კითხვას, თუ რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილ ფედოროვთან - როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრის მიღწევა მოხერხდა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
16 ივლისი 2026, 13:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16 ივლისი 2026, 12:50
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩვენი კლასი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა
„რუსთავის თეატრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრემიერას უმასპინძლა. კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქართულ თეატრს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს და მაყურებელთან მნიშვნელოვან თემებზე საუბრის სივრცეს ქმნის. რუსთავის თეატრს ვუსურვებ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“,- განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ.
16 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა
10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი, გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
16 ივლისი 2026, 11:59
სპორტი
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო
16 ივლისი 2026, 11:59
ეკონომიკა
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
16 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა
ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.
16 ივლისი 2026, 11:35
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სებ-ის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს
საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას.
16 ივლისი 2026, 11:33
თავდაცვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
16 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფედოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.
16 ივლისი 2026, 11:24
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ
ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „თეგეტა მოტორსის“ რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე.
16 ივლისი 2026, 11:22
მსოფლიო
The Telegraph: ტრანსგენდერი ნეონაცისტი გერმანიის ქალთა ციხეში გადაიყვანეს - გერმანიის ციხის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი ქალთა საპატიმროში განაწილების გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირებულ გენდერს და არა ბიოლოგიურ სქესს ეყრდნობოდა
„მარლა-სვენია ლიბიხი, რომელიც მამრობითი სქესის დაიბადა და სვენი ერქვა, სანამ საკუთარ თავს ქალად დაარეგისტრირებდა, ოთხშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქსონიის ქალაქ ქემნიცის ციხეში გადაიყვანეს. გერმანელი ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, რომელიც აქციებზე ნაცისტური სტილის ფორმაშია გადაღებული, გასული წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მან თავი აარიდა სხვა ქალთა საპატიმროში გამოცხადებას, სადაც 2023 წელს ცილისწამებისა და სიძულვილის გაღვივების გამო მისჯილი წელიწადნახევრიანი პატიმრობა უნდა მოეხადა“, - წერს გამოცემა.


