საია: მოქალაქე ნაზღაიძე სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულად ცნობილი ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემაზე კვლევა გამოაქვეყნა. საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მათივე თქმით, შესაძლოა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების ბრალეულობის საკითხიც დადგეს.
საიას კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ იყო თბილისში ყიფშიძის 2-ში არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ის არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს.
"თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქუჩა #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არცერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა." - ნათქვამის საიას კვლევაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა 5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება. საიაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე.
ოპოზიცია თბილისის მერიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას ედავება. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოში დაიბარეს, თუმცა, ნარმანიამ მისვლაზე უარი განაცხადა.
ნაზღაიძის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი, სავარაუდოდ, ქრთამის სახით არ მიუღია. მოგვიანებით, ამ განცხადებას თბილისის მერია გამოეხმაურა.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 15:30
სპორტი
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში 15 ივნისს ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ
ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალის ფონზე გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
13 ივნისი 2026, 15:23
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა
თანამასპინძელმა კანადამ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ბოსნიამ გახსნა, იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა კაილ ლარინმა ორ წუთში გაიტანა. კანადის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.
13 ივნისი 2026, 15:14
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 15:07
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 14:59
სამართალი
„ადვოკატთა ასოციაცია“ უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის საკითხებზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს მართავს
„ადვოკატთა ასოციაციის“ უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტი უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს მართავს.
13 ივნისი 2026, 14:57
კულტურა
ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ - სენაკის თეატრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით შექმნილი დადგმა აერთიანებს ბრმა ტრადიციას, მენტალობას და მსოფლმხედველობას, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. ბრმა ტრადიციას კი უპირისპირდება ადამიანური ღირებულებები - სიკეთე, მიტევება, სტუმრის პატივისცემა და ჰუმანიზმი.
13 ივნისი 2026, 14:51
მსოფლიო
Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ევროკავშირში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის კაია კალასის პოლიტიკით სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 14:47
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
13 ივნისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
დღეს საქართველოში 2026 წელია, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ჯერ კიდევ 2022 წელშია ჩარჩენილი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს
ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.
13 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი კანონი უნდა შეიტანოს პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განიხილოს, ან რომელი კანონი უნდა გაიწვიოს ან გააუქმოს, ან ცვლილება შეიტანოს.
13 ივნისი 2026, 14:03
მსოფლიო
ლიეტუვაში მეტეოროლოგიური აეროსტატი დრონი ეგონათ, რის გამოც განგაში გამოაცხადეს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საჰაერო სივრცეში დრონის მოსალოდნელი შეჭრის გამო დილიდან განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 13:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, - წერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 ივნისი 2026, 13:35
საზოგადოება
თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო - „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
13 ივნისი 2026, 13:32
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
13 ივნისი 2026, 13:20
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
13 ივნისი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას.


