imedi /  03 ოქტომბერი 2018, 18:01 / სანდო წყარო

თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

ხეები თბილისში

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, რომლებიც დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან.

თბილისის მერიის ცნობით, სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. მათი  ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა. 

უწყების ინფორმაციით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება.

„ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თბილისის შემოგარენში და  საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვის ინტენსიური ხმობა დაახლოებით 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიჭვები არ იყო გაშენებული ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია  აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე და ხშირად, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში განვითარებულია ზედაპირული ფესვთა სისტემა. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაირღვა ფიჭვის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობები, რამაც განაპირობა ფიზიოლოგიური პროცესების  და გამძლეობის დაქვეითება. შედეგად, აღნიშნული ნარგავები არ აღმოჩნდა გამძლე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ"- ნათქვამია მერიის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.

ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით (lophodermill, Cylindrocarpon, Diplodia), რომლებიც უმთავრესად აზიანებენ წიწვებს, ტოტებს, იწვევენ წიწვებისა და წლიური ნაზარდი წიწვების წვერის ხმობას, გირჩების და ტოტების დაავადებას და საბოლოოდ, ხე-მცენარის ხმობას. ასევე, ფიჭვებზე მავნებელი მწერებიდან აღინიშნება ბუგრები, ჰერმესების ნაცვალი კანები, ქერქიჭამიები, ცილაჭამიები და ხარაბუზები.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყება სისტემატურად ებრძოდა ამ პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

ამასთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე. წლის ბოლომდე, ჯამში შეწამლული იქნება 120 000 ხე-მცენარე. ასევე, მიმდინარე წელს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით.

მერიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები. 

„2019 წელს, ჯამში 18.86 ჰა ტერიტორიაზეა დაგეგმილი ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება. ამავე წელს, დაირგვება სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგი. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5000 ძირი სხვადასხვა სახეობის მაღალტანიანი 3 მეტრზე მაღალი ხის დარგვა"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

თამარ იოსელიანი

13 სექტემბერი 2026, 10:39

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან

„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.

Stray Kids

13 სექტემბერი 2026, 10:35

კულტურა

ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა

ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.

13 სექტემბერი 2026, 10:35

ჯანდაცვა

საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.

სელინ დიონი

13 სექტემბერი 2026, 10:21

კულტურა

6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა

2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.

13 სექტემბერი 2026, 10:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერი 2026, 09:01

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

13 სექტემბერი 2026, 08:31

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

13 სექტემბერი 2026, 08:00

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ🏈🏈

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 22:50

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 22:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 22:45

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 22:27

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე
მაგდა ანიკაშვილი

12 სექტემბერი 2026, 22:14

საზოგადოება

განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება

„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 22:02

საზოგადოება

გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი

ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 21:57

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა

ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

12 სექტემბერი 2026, 21:56

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ

24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 21:32

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს

„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილი

12 სექტემბერი 2026, 21:23

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში

ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 21:13

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის

„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გია მურღულია

12 სექტემბერი 2026, 21:10

საზოგადოება

გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი

„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.