imedi /  05 ოქტომბერი 2018, 09:49 / სანდო წყარო

USAID-მა საქართველოს განვითარების ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირებისა და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

„2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში (Journey to Self-Reliance), ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ხოლო რიგ კომპონენტებში – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, USAID ფოკუსირებას ახდენს თვითუზრუნველყოფის  უნარის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის (მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ჩათვლით) შესაძლებლობას არსებული გამოწვევების ფონზე დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული პროექტები. მსგავსი მიდგომა USAID-ის მიერ ქვეყნებთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

თვითუზრუნველყოფის უნარი განისაზღვრება ორი ელემენტით: ვალდებულებით – თუ როგორ უწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის უნარის განვითარების პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკა და ქმედებები; და შესაძლებლობით  – რამდენად წინ არის ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სექტორში მუშაობისა და განვითარების კუთხით.

სწორედ ზემოხსენებული ორი ელემენტის ასახვისთვის USAID-მა შეიმუშავა მაღალი დონის მეტრიკები, რაც სააგენტოს ქვეყნების შეფასების პროცესს უადვილებს და რომელთა საფუძველზეც იქმნება ცალკეული ქვეყნის გზამკვლევი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

საქართველოს შეფასება (0-დან 1-მდე სკალით)

ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა

ლიბერალური დემოკრატია – 0,60
ღია მმართველობა – 0,48
ყოვლისმომცველი განვითარება
სოციალური ჯგუფების თანასწორობა – 0,73
გენდერული სხვაობა ეკონომიკის კუთხით: – 0,66
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო – 0,55
ვაჭრობის თავისუფლება – 0,99
ბიომრავალფეროვნების და საარსებო გარემოს დაცვა – 0,57
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა – 0,63
საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა – 0,88
დაცულობა და უსაფრთხოება – 0,61
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ეფექტიანობა – 0,91
მოქალაქეთა შესაძლებლობები
სიღარიბის მაჩვენებელი ($5/დღე) – 0,60
განათლების ხარისხი – 0,78
ბავშვთა ჯანდაცვა – 0,93

ეკონომიკის შესაძლებლობები

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მყიდველობითი უნარის პარიტეტი) – 0,53
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება – 0,59
ექსპორტის დივერსიფიკაცია – 0,84

საქართველოს უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით

რეგიონის ქვეყნები
ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა
ლიბერალური დემოკრატია: საქართველო – 0,60; სომხეთი – 0,26; აზერბაიჯანი – 0,06;
ღია მმართველობა: საქართველო – 0,48; სომხეთი – N/A; აზერბაიჯანი – N/A;
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო: საქართველო – 0,55; აზერბაიჯანი – 0,52; სომხეთი – 0,49;
ვაჭრობის თავისუფლება: საქართველო – 0,99; სომხეთი – 0,80; აზერბაიჯანი – 0,69;
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა: საქართველო – 0,63; სომხეთი – 0,49; აზერბაიჯანი – 0,49;
საგადადმინისტრ. ეფექტიანობა: საქართველო – 0,88; სომხეთი – 0,56; აზერბაიჯანი – 0,38;
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქ. საზ.-ის და მედიის ეფექტიანობა: საქართველო – 0,91; სომხეთი – 0,79; აზერბ. – 0,27;

ეკონომიკის შესაძლებლობები
ინფორმ. და კომუნიკ. ტექნოლოგიები: საქართველო – 0,59; აზერბაიჯანი – 0,52; სომხეთი – 0,48;
ექსპორტის დივერსიფიკაცია: საქართველო – 0,84; სომხეთი – 0,77; აზერბაიჯანი – 0,32.

აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის ქვეყნები
ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა
ლიბერალური დემოკრატია: საქართველო – 0,60; რუმინეთი – 0,53; მონტენეგრო – 0,38; მაკედონია – 0,36; სერბეთი – 0,33; უკრაინა – 0,25;
ღია მმართველობა: საქართველო – 0,48; ბულგარეთი – 0,46; უკრაინა – 0,45; სერბეთი – 0,36;
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო: საქართველო – 0,55; ბულგარეთი – 0,52; უკრაინა – 0,46;
ვაჭრობის თავისუფლება: საქართველო – 0,99; მაკედონია – 0,96; სერბეთი – 0,95; რუმინეთი – 0,94; ბულგარეთი – 0,94; მონტენეგრო – 0,89; უკრაინა – 0,88;
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა: საქართველო – 0,63; მაკედონია – 0,54; მონტენეგრო – 0,54;
საგადადმინისტრ. ეფექტიანობა: საქართველო – 0,88; ბულგარეთი – 0,81; მაკედონია – 0,75; უკრაინა – 0,69; რუმინეთი – 0,56;
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქ. საზ.-ის და მედიის ეფექტიანობა: საქართველო – 0,91; ბულგარეთი – 0,88; მონტენეგრო – 0,80; მაკედონია – 0,79; რუმინეთი – 0,78; სერბეთი – 0,74; უკრაინა – 0,73;
ეკონომიკის შესაძლებლობები
ინფორმ. და კომუნიკ. ტექნოლოგიები: საქართველო – 0,59; მაკედონია – 0,52; უკრაინა – 0,45;
ექსპორტის დივერსიფიკაცია: საქართველო – 0,84; მონტენეგრო – 0,83; მაკედონია – 0,82;

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.