imedi /  05 ოქტომბერი 2018, 14:33 / სანდო წყარო

მამუხა ბახტაძემ სუამის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერმინისტრი მოლდოვაშია. მამუკა ბახტაძემ  სუამის სამიტში მიიღო მონაწილეობა. დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის შემდეგ კი უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის პრემიერები და აზებაიჯანის ვიცეპრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

შეხვედრაზე, რომელშიც მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერმინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი ალი ახმედოვი მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას.

სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 15:04

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინული „ენჯეოების“ თანამშრომლებისთვის ე.წ. ჯავშნის მინიჭებაზე: საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?

„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, - აცხადებს ოხანაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ და გახარია ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ უცხოური ძალის - მათი პოლიტიკური მშობლების გადაწყვეტილება თუ იქნება, ეს „ბავშვები“ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და მოუწევთ პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციაში პოლიტიკურ კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს და ეს ხდება ზუსტად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 14:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ხაზარაძისა და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამათი გაერთიანება რა უნდა იყოს? მკვდარი მკვდარს აეკიდაო

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს.

გრიგოლ გეგელია

12 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: არავითარი კონსულტაციები გახარიას პარტიასთან არ არსებობს

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „ლელოს“ და არც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რომელ ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს?

„სამართლიანობის, ჰუმანურობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგადი ხედვიდან გამომდინარე, ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა ეს კანონპროექტი. ეს არ არის შეწყალების აქტი, სადაც ხდება ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინება კონკრეტული პირების. ოპოზიციის წარმომადგენლები რომელი ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს? ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და ნომერ პირველი ქვეყანა ვიყავით ევროპის მასშტაბით, თუ არ ვცდები რუსეთსაც კი ვასწრებდით პატიმრების რაოდენობაში. არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ პატიმრებს. არც ისაა გამორიცხული იქამდე მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრან ვეტო დაადოს ამნისტიის აქტს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ზურაბიშვილი არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს. როგორც ჩანს „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა მის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა

დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო, მოტივირებული შენიშვნები არ წარუდგენია, თუმცა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ამნისტიის პროექტზე“: ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტთან ჩვენი პარამეტრები მიახლოებული იყოს

როგორც კი ამ ამნისტიის პროექტს კანონის სახე ექნება, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს, ეს არის დაახლოებით 3000-მდე ადამიანი და მათ შორის 10%-მდე ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.

თამარ კორძაია

12 ივლისი 2024, 14:28

პოლიტიკა

თამარ კორძაია: საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა და თუ უნდათ უმრავლესობის წევრებს ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ

„საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა, მე მას ხელი მოვაწერე და თუ უნდათ ჰუმანური აქტის განხორციელება იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც უკვე რეგისტრირებულია. ეს პროექტი კი პირიქით, ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და პირდაპირი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა კორძაიამ.

12 ივლისი 2024, 14:26

პოლიტიკა

როგორ აფასებს ოპოზიცია საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად პარიზმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარება

საფრანგეთის ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად, ხელისუფლების ოპონენტებისთვის უმრავლესობაზე თავდასხმის მორიგი საბაბი ხდება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

12 ივლისი 2024, 14:22

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: თავად ამნისტია კარგი ამბავია და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ეს წინასაარჩევნოდ კეთდება

თავად ამნისტია კარგი ამბავია და მე არანაირი პრობლემა მაქვს, რომ ეს წინასაარჩევნოდ კეთდება - კარგი საქმე კარგია ნებისმიერ შემთხვევაში,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

გია ვოლსკი

12 ივლისი 2024, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობაზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ყველას, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას

ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, შეუძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ არასამთავრობო სექტორს

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ რომ თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე: დარწმუნებული ვარ მოუწევთ აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ

დარწმუნებული ვარ მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებას.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს

ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ინციდენტს, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია ლეთოდიანი მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

12 ივლისი 2024, 14:01

მსოფლიო

The New York Times: ოლიმპიადამდე პარიზიდან 5 ათასამდე უსახლკარო მიგრანტი გაიყვანეს

საფრანგეთის დედაქალაქიდან გაყვანილთა უმეტესობა კაცია. პარიზის მერია მათ სხვა ქალაქებში, მაგალითად ლიონსა ან მარსელში სთავაზობდა საცხოვრებელ ადგილებსა და სოციალურ დახმარებას.

დინა მირცხულავა

12 ივლისი 2024, 14:00

ჯანდაცვა

საფრანგეთში მომუშავე დინა მირცხულავა: ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია), მათი ასაკი 14 -დან 25 წლამდე მერყეობს, აქედან 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია. ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს, - ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე მედდა, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს.

12 ივლისი 2024, 13:35

რეგიონი

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის „ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის ,,ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი’’ პრემიერა გაიმართა. პრემიერაზე მოწვეულები იყვნენ საზღვრისპირა სოფლების წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის მომავლის სახლის მოსწავლეები.

12 ივლისი 2024, 13:31

ჯანდაცვა

დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი. მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან.

12 ივლისი 2024, 13:21

რეგიონი

თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 13:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის“ შესახებ: დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის - რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.