imedi /  10 ოქტომბერი 2018, 00:41 / სანდო წყარო

ცნობილია ვისთვის გაიცემა პირადობის მოწმობა უფასოდ 2019 წლის პირველ იანვრამდე

პირადობის მოწმობა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

მიმდინარე წლის პირველ მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე მიიღო 98 246-მა მოქალაქემ. აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა.

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

  • საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი;
  • ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები;
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

„რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია”, - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

19 მარტი 2026, 00:30

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა.

19 მარტი 2026, 00:25

საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი: ილია II-ის მოღვაწეობამ მრავალი ნაყოფი გამოიღო და წარუშლელი კვალი დატოვა

ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, სერბეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

ლელა რაზიკაშვილი

19 მარტი 2026, 00:19

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი: მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ, ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ჩვენს გულებში და ამ ადამიანმა მოახერხა ყველას გულში შესულიყო. ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.

პიეტრო პაროლინი

19 მარტი 2026, 00:14

მსოფლიო

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში და „თავი დაანებონ ლიბანს“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

19 მარტი 2026, 00:05

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: ბოლო წამებში, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, რადგან ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი

ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი, - განაცხადა დიპლომატმა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე საუბრისას. მისივე თქმით, ილია II გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას.

19 მარტი 2026, 00:00

საზოგადოება

წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

ხათუნა ხოფერია

18 მარტი 2026, 23:53

საზოგადოება

ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ

„მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ პატრიარქზე საუბრისას.

18 მარტი 2026, 23:45

საზოგადოება

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს.

იანო ალიბეგაშვილი

18 მარტი 2026, 23:44

საზოგადოება

იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო

ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. პატრიარქის “ავე მარიას” შემსრულებელი საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს.

პაატა სალია

18 მარტი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

ნიკუშა შეგელაია

18 მარტი 2026, 23:21

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად

პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიას მიაჩნია, რომ წელს 17 მაისს საზოგადოებამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი ქრისტეს სარწმუნოების ერთგული ხალხია.

რობერტ სტურუა

18 მარტი 2026, 23:21

საზოგადოება

რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება

ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით, - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქზე საუბრისას.

ხათუნა ხოფერია

18 მარტი 2026, 23:19

საზოგადოება

ხათუნა ხოფერია: ჩვენი პატრიარქი დირექტივებს არ იძლეოდა, ის ზეწოლას არავისზე ახდენდა. ის იყო რაღაცნაირად ჩვენი რელიგიის გაგრძელება

„თქვენ ხომ ყოველთვის ასეთ რეჟიმში ხართ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ღვაწლი გაქვთ იმიტომ, რომ უკანასკნელ გზაზე აცილებთ მამას. მას ხომ არავინ ჰყავდა. ჩვენ ვართ მისი შვილები და თქვენი შრომა, ბევრის კიდევ, ფსალმუნებს ვკითხულობთ, არის მამის გაცილება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ.

18 მარტი 2026, 23:11

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკუშა შენგელაია

18 მარტი 2026, 23:09

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო

ენა, მამული, სარწმუნოება ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.

18 მარტი 2026, 22:58

საზოგადოება

Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, სამშაბათს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.

18 მარტი 2026, 22:46

საზოგადოება

საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოგალერეა

საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.

ეთერ თათარაიძე

18 მარტი 2026, 22:18

საზოგადოება

ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან

ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.

18 მარტი 2026, 21:46

საზოგადოება

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

18 მარტი 2026, 21:37

საზოგადოება

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის, მათ შორის უფასო იქნება რკინიგზა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.