imedi /  10 ოქტომბერი 2018, 11:52 / სანდო წყარო

ევროპარლამენტი აქებს საქართველოს რეფორმებისთვის და აკრიტიკებს მოლდოვას

მოლდოვაში დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როცა საქართველო მტკიცედ ადგას რეფორმების გზას- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა განაცხადეს.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი კომიტეტის წევრებმა განიხილეს, თუ როგორ სრულდება ევროკავშირთან მოლდოვისა და საქართველოს მიერ დადებული ასოცირების ხელშეკრულებები, რომლებიც ძალაში ორი წლის წინ შევიდა და ყურადღება გაამახვილეს საკითხებზე, რომლის თაობაზეც ამ ქვეყნებს ევროკავშირთან დასაახლოებლად მეტი ძალისხმევა ესაჭიროებათ.

მოლდოვაზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ რეფორმების გატარების ვალდებულება იკისრა და ეს მისი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

პარლამენტის წევრები შეშფოთებული არიან იმ უკუსვლით, რომელიც ქვეყანამ დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით განიცადა. ქვეყანაში არ ტარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, არ არსებობს მიუკერძოებელი სასამართლო და არ მიიღება სათანადო ზომები კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ისინი დადებითად აფასებენ მათ, ვინც ძალისხმევას არ იშურებს საბანკო სექტორის რეფორმირებისათვის, რაც 2014 წელს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის მაქინაციების გამჟღავნების შემდეგ გახდა აუცილებელი.

ტექსტში ნათქვამია, რომ მოლდოვა ოლიგარქიული ინტერესების ტყვეობაშია. ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება ადამიანების იმ პატარა ჯგუფის ხელშია მოქცეული, რომელიც პარლამენტზე, მთავრობაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ადმინისტრაციაზე, პოლიციაზე, სასამართლო სისტემასა და საინფორმაციო საშუალებებზე ახდენს გავლენას.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მოლდოვის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კიშინიოვს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას 2019 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდამდე შეუჩერებენ, სანამ ისინი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ ჩატარდება და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად არ შეფასდება და სანამ დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მიღწეული. ისინი დასძენენ, რომ ვიდრე ეს მოხდება, ეს დახმარება ძირითადად მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერისაკენ იქნება მიმართული.

„დასანანია, რომ დღეს იძულებული ვართ ვილაპარაკოთ მოლდოვაზე, როგორც სახელმწიფოზე, სადაც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ელემენტარულ ნორმებს ერთი მუჭა ხალხისაგან საფრთხე ემუქრება. არ სრულდება ასოცირების ხელშეკრულების უმთავრესი დებულებები. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოხსენება  თუნდაც იმისათვისაა ძალიან აუცილებელი, რომ კიშინიოვის მთავრობა გამოაღვიძოს. ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ურთიერთობების მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. პრობლემა ის კი არ არის, ვინ გაიმარჯვებს, არამედ, როგორ გაიმარჯვებს," განაცხადა პარლამენტის მომხსენებელმა მოლდოვის საკითხებზე პეტრას აუშტრევიჩუსმა (ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისათვის, ლიეტუვა).

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველო რეფორმების გზას მტკიცედ ადგას, რაც მას რეგიონში ევროკავშირის უმთავრეს პარტნიორად აქცევს. ისინი აღნიშნავენ, რომ ამჟამად ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმთავრესი წყაროა.

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ კვლავაც უზრუნველყონ სტაბილურობა, განაგრძონ დემოკრატიული რეფორმები და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელიტურ კორუფციასთან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან და საინფორმაციო საშუალებების დეპოლიტიზებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც შეშფოთების ძირითადი წყაროებია.

რეზოლუციაში ასევე სინანულითაა აღნიშნული, რომ 10 წელია რუსეთი საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. ევროპარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და ხაზგასმით აღნიშნავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სიკეთეებისა და მიზნების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის წამყვანმა წევრმა საქართველოს საკითხებში ანდრეის მამიკინსმა (სოციალ-დემოკრატები, ლატვია) განაცხადა: „საქართველოს აქვს მკაფიოდ გამოხატული მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ ევროპულ დღის წესრიგზე პარტიებს შორის კონსენსუსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების ხელშეკრულება ისევე, როგორც მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი, კარგად ხორციელდება. თვალსაჩინოა ასევე უვიზო რეჟიმის პოზიტიური დინამიკა და, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კვლავაც აქვს რამდენიმე პრობლემა, რომლებზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. მათ შორისაა შრომითი უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, ელიტური კორუფცია, სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების გადამეტება, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებების დაცვა. ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ჩართულობა და საქართველოს დახმარება ამბიციური რეფორმების გზაზე გაგრძელდება.“

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.

ანდრეს მამიკინსის ანგარიში საქართველოს შესახებ სექტემბრის დასაწყისში დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, ნათქვამია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა საუბარია რეკომენდაციებზეც. 

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დოკუმენტს კენჭი ნოემბერში უნდა უყარონ.

მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს, რამაც ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას შეუწყო ხელი. ეს ხელშეკრულებები ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 15:06

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 15:01

საზოგადოება

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: მე არ გამიზრდია მოძალადე. ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა, მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძლადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.

24 ივლისი 2026, 14:56

მსოფლიო

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, ანუ მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 14:39

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კაია კალასი

24 ივლისი 2026, 14:38

მსოფლიო

Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებითი შრომის წინააღმდეგ მოქმედი კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ვაშალომიძე

24 ივლისი 2026, 14:35

საზოგადოება

მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს

როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.

24 ივლისი 2026, 14:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის

საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანას ეხმაურება.

24 ივლისი 2026, 14:32

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

24 ივლისი 2026, 14:31

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 ივლისი 2026, 14:22

კულტურა

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

24 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს

აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია. ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება არის ძალიან სენსიტიური,

ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

24 ივლისი 2026, 14:17

სამართალი

ქუთაისის სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი ცაგარეიშვილის საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა. ცაგარეიშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. სასამართლომ ათასი ლარით დააჯარიმა დავით გეგუჩაძე, სამართალდამრღვევი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

24 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 ივლისი 2026, 14:03

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ბექა ჩხაიძე

24 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას, ის არ უნდა იქნას დაჭერილი, რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, საუბედუროდ, ის 10 პროცენტი მოღალატეები, დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს და არ ესმის ამ ხალხს. მათ ურჩევნიათ, ის დაფინანსებები მიიღონ, მერე ვიღაცა თავზე ხელს წამოარტყამს და მიშველეს კივიან, - განაცხადა მომღერალმა ბექა ჩხაიძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

24 ივლისი 2026, 13:41

მსოფლიო

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქციის იმპორტი აკრძალა

რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან რძის ნაწარმის შემოტანა აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 13:35

სამართალი

თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

ნიკუშორ დანი

24 ივლისი 2026, 13:21

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

მიხეილ ყაველაშვილი

24 ივლისი 2026, 13:03

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.