imedi /  13 ოქტომბერი 2018, 17:20 / სანდო წყარო

კვლევა: გაუსაძლისი ტკივილით საქართველოში ათასობით ადამიანი იტანჯება და კვდება

ძლიერი ტკივილი

12 ოქტომბერს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის „შეაჩერე ტკივილი” ფარგლებში ტკივილის მართვის ექსპერტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც საქართველოში ტკივილის მართვის პრაქტიკას და ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტების მდგომარეობას ასახავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტკივილი განსაკუთრებით ხშირია დაავადების ტერმინალურ ფაზაში.

კიბოთი დაავადებული და აივ ინფექციის მქონე პაციენტთა 80%, ხოლო გულსიხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს განიცდის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილს.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები წარმოადგენენ ესენციურ (ძირითად), უალტერნატივო საშუალებებს ასეთი სახის ტკივილის მართვაში. მათი დახმარებით, შემთხვევათა 70-90%-ში შესაძლებელია ტკივილის ეფექტური მართვა.

მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ (WHO, 2014), საქართველოში სიკვდილიანობის 97% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებითა და ტრავმით. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 69% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 14% - ონკოლოგიურ დაავადებებზე.

ამ თემაზე სიუჟეტი „იმედის კვირაში“ ივნისში მოამზადეს. როგორც ირკვევა, 2016 წელს საქართველოში 50 771 ადამიანი გარდაიცვალა. მათთგან დაავადებების ბოლო სტადიაზე ტკივილით 25 000 ადამიანი იტანჯებოდა.

ტკივილის მართვის სპეციალისტების განმარტებით, მათ ნარკოტიკული საშუალება ოპიოიდებით ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებოდათ, თუმცა ეს საჭიროება მხოლოდ 20%-ს დაუკმაყოფილდა.

სპეციალისტები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყდრნობით ამბობენ, რომ საქართველოში დაავადების ბოლო სტადიაში მყოფი ადამიანებისთვის ყოველწლიურად საჭიროა 32-33 კგ მორფინი. არაონკოლოგიური პაციენტებისთვის  ეს მაჩვენებელი მინიმუმ 12კგ-ს უტოლდება. შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 45კგ მორფინი. თუმცა, 2013-16 წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ წელს მხოლოდ 8კგ მორფინი იხარჯებოდა.

ექიმი ონკოლოგი, თამარ რუხაძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არაონკოლოგიურ პაციენტებში ნარკოტიკული საშუალება ოპიოიდის დანიშვნა კომისიურ დასკვნას საჭიროებს, რომელიც ხშირად კანონში არსებული ორაზროვანი ჩანაწერების გამო ძალიან ჭიანურდება.

„დამნაშავე ყველა ვართ, რადაგნ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ სფეროს, როგორც სპეციალისტები, ისე საზოგადოება. რადგან საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტიგმა. ხშირად ოპიოიდი აღიქმება ცხოვრების ბოლო ეტაპის მედიკამნეტად და ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ „იქნებ ეს არ დაუნიშნოთ“, - ამბობს მედიცინის დოქტორი თამარ რუხაძე.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე, მათ შორის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა ტკივილის გაყუჩების მიზნით, საქართველოში მოქმედი ოპიოიდური წამლების გამოყენების მარეგულურებელი დოკუმენტები ზედმეტად შემზღუდველი და არარაციონალურია. იგი არ ეფუძნება ტკივილის არსს, მისი მართვის სამედიცინო ჩვენებებს და პრინციპებს. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ოპიოიდების სათანადო ხელმისაწვდომობას პაციენტებისთვის.

„აქედან გამომდინარე იგი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ დაცული იქნას ბალანსი და ნათლად ასახოს 1961 წლის ერთიანი კონვენციის “ორმაგი პოლიტიკის პრინციპი”.
ჩვენი რეკომენდაციაა, განხორციელდეს შემზღუდველი და არაგამჭირვალე შინაარსის მქონე კანონმდებლობის გადახედვა წინააღმდეგობების და ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, ისე რომ, საკანონმდებლო ენა ნათლად ასახავდეს, ფარავდეს და აკმაყოფილებდეს ადექვატური ტკივილის მართვის საჭიროებებს ტივილის მქონე პაციენტებში“,- ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომედაციაში.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ამნისტიის პროექტზე“: ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტთან ჩვენი პარამეტრები მიახლოებული იყოს

როგორც კი ამ ამნისტიის პროექტს კანონის სახე ექნება, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს, ეს არის დაახლოებით 3000-მდე ადამიანი და მათ შორის 10%-მდე ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.

თამარ კორძაია

12 ივლისი 2024, 14:28

პოლიტიკა

თამარ კორძაია: საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა და თუ უნდათ უმრავლესობის წევრებს ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ

„საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა, მე მას ხელი მოვაწერე და თუ უნდათ ჰუმანური აქტის განხორციელება იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც უკვე რეგისტრირებულია. ეს პროექტი კი პირიქით, ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და პირდაპირი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა კორძაიამ.

12 ივლისი 2024, 14:26

პოლიტიკა

ოპოზიცია საქართველოს ბიუჯეტის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება

საფრანგეთის ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად, ხელისუფლების ოპონენტებისთვის უმრავლესობაზე თავდასხმის მორიგი საბაბი ხდება.

გია ვოლსკი

12 ივლისი 2024, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობაზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ყველას, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას

ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, შეიძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამთავრობო სექტორს

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ რომ თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე: დარწმუნებული ვარ მოუწევთ აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ

დარწმუნებული ვარ მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებას.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს

ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ინციდენტს, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია ლეთოდიანი მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

12 ივლისი 2024, 14:01

მსოფლიო

The New York Times: ოლიმპიადამდე პარიზიდან 5 ათასამდე უსახლკარო მიგრანტი გაიყვანეს

საფრანგეთის დედაქალაქიდან გაყვანილთა უმეტესობა კაცია. პარიზის მერია მათ სხვა ქალაქებში, მაგალითად ლიონსა ან მარსელში სთავაზობდა საცხოვრებელ ადგილებსა და სოციალურ დახმარებას.

დინა მირცხულავა

12 ივლისი 2024, 14:00

ჯანდაცვა

საფრანგეთში მომუშავე დინა მირცხულავა: ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია), მათი ასაკი 14 -დან 25 წლამდე მერყეობს, აქედან 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია. ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს, - ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე მედდა, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს.

12 ივლისი 2024, 13:35

რეგიონი

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის „ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის ,,ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი’’ პრემიერა გაიმართა. პრემიერაზე მოწვეულები იყვნენ საზღვრისპირა სოფლების წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის მომავლის სახლის მოსწავლეები.

12 ივლისი 2024, 13:31

ჯანდაცვა

დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი. მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან.

12 ივლისი 2024, 13:21

რეგიონი

თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 13:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის“ შესახებ: დასანქცირებით, რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის - რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.

12 ივლისი 2024, 13:14

რეგიონი

19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2024, 13:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფო კი არ ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე, არამედ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არის საქართველოს მოქალაქე და გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფო კი არ ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე არამედ, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არის საქართველოს მოქალაქე და გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 ივლისი 2024, 13:09

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აფასებს.

ზურაბ ქადაგიძე

12 ივლისი 2024, 13:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გაწირეს უკრაინელი ერი, სამაგიეროდ, გენმოდიფიცირებული სოროსის ლეკვები კრიტიკულად საჭიროაო და კანონიც კი მოარგეს - ეს სცენარი უნდოდათ ჩვენთანაც, რომ ბოლო ქართველამდე გავწყვეტილიყავით, “ენჯეოშნიკ” უსამშობლოებს გაარიდებდნენ

წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას - პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. ჯავშანი მისცეს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2024, 13:02

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მაღალი მოთხოვნის გამო უცხოურმა ავიაკომპანიებმა ფასი აწიეს და ამიტომ გაუჩნდა პრემიერს იდეა, რომ ფრენები დაგვესუბსიდირებინა, მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გერმანიის მიმართულებით 6524 ბილეთი გაიყიდა

როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრები გერმანიაში თამაშობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იდეა, ინიციატივა რომ უმოკლეს ვადებში ეკონომიკის სამინისტროს გვეზრუნა იმაზე, რომ მეტ ქომაგს ჰქონოდა საშუალება ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 12:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს.

12 ივლისი 2024, 12:56

ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველი „მის ხელოვნური ინტელექტი“ გამოვლინდა👑

„მის ხელოვნურ ინტელექტში“ გამარჯვება მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში. ეს მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის, ეს არის გარდამქმნელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრიები, გამოწვევა გახდეს ნორმებისთვის და შექმნას შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი აქამდე არ ყოფილა. ჩემი მიზანია მხარი დავუჭირო ამ სფეროში მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას“, - აღნიშნულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტად აღიარებული ანგარიშის განცხადებაში.