ოპოზიცია პატარკაციშვილის საქმეს სხვა ჩანაწერების გადაფარვად აფასებს
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილად გამოაცხადა. დღეს საგამოძიებო უწყებამ ორი ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც 2007 წლით თარიღდება, თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ ისინი 2016 წელს აღმოაჩინეს.
ოფიციალური ცნობით, ამ ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და ისინი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე საუბრობენ. ჩანაწერის მონაწილეები არიან: ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი დგებუაძე.
ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ.
გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე მირზა სუბელიანისა და ზაზა ოქუაშვილის საქმეების გადასაფარადაა დღის წესრიგში დაყენებული.
„მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს, რატომ გაახსენდათ ამდენი წლის შემდეგ პატარკაციშვილი, ჩემთვის გაუგებარია”,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნას უნიჭო პიარსვლად აფასებს. როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ჩანაწერები ათი წლის სიძველისაა, ქართული ოცნება კი, ქვეყანას ექვსი წელია მართავს.
“ქართული ოცნება იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ. ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი ქართულ ოცნებას პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს”, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, როგორც იქნა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გაიხსნა. კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც.
"პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ. ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადაიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.
პროკურატურამ საქმეში არსებული აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 19:00
მსოფლიო
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 18:31
მსოფლიო
კალასი: ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებდა
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა „სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს“ ატარებდა. მან ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც გერმანიამ მომხდარში ბრალი რუსეთს დააკისრა.
02 სექტემბერი 2026, 18:18
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება
ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.
02 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
02 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 17:37
მსოფლიო
კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.
02 სექტემბერი 2026, 17:33
სამართალი
გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
02 სექტემბერი 2026, 17:26
მსოფლიო
ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს
51 წლის იულე მადიზე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მთავარ კონტროლიორად, პრეზიდენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, 2015 წლიდან კი იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის ბოლოს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
02 სექტემბერი 2026, 17:16
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპირისპიროდ - „ქრონიკამ“ ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და შფოთვით აშლილობაზე საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, პასუხს ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი სცემს.
02 სექტემბერი 2026, 17:09
მსოფლიო
რუსული იერიშის შედეგად კიევში უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა
კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობები მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.
02 სექტემბერი 2026, 17:00
მსოფლიო
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, Pegasus-მა რუსეთში რეისები გააუქმა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus-მა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრებს განუმარტა, რომ რეისის შესრულებას თურქული მხარე კრძალავს.
02 სექტემბერი 2026, 16:46
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
02 სექტემბერი 2026, 16:42
კულტურა
ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.
02 სექტემბერი 2026, 16:33
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
02 სექტემბერი 2026, 16:29
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 16:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით
მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.
02 სექტემბერი 2026, 16:09
ეკონომიკა
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.
02 სექტემბერი 2026, 16:07
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.
02 სექტემბერი 2026, 15:56
კულტურა
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.
02 სექტემბერი 2026, 15:45
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა
სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


