„გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს Flea Market-ის ტრადიციებით გამართავს
ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: არქივი
„მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიოში პირველად ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. თუმცა ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ. სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ“, – აცხადებენ „გირჩში“ და აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე დედაენის ბაღში ერთად იმსჯელებენ, რათა, მათი მტკიცებით, სწორად განმარტონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
„გირჩის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის ტრადიციებით.
„ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ, იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო“, – აღნიშნულია „გირჩის“ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 00:31
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის
კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ
განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისგან, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
18 მარტი 2026, 00:17
საზოგადოება
არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში
პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული ან ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში,- განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.
18 მარტი 2026, 00:11
საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი: ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:51
საზოგადოება
ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
17 მარტი 2026, 23:40
საზოგადოება
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
17 მარტი 2026, 23:36
საზოგადოება
საქართველოში გლოვა გამოცხადდა
საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 23:15
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
17 მარტი 2026, 23:12
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პატრიარქის გარეშე
სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.
17 მარტი 2026, 23:10
საზოგადოება
მეუფე შიო: ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
17 მარტი 2026, 23:05
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
17 მარტი 2026, 22:57
საზოგადოება
მეუფე შიო პატრიარქზე: ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება
ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:53
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში. დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბევრი დეტალია შესათანხმებელი და საპატრიარქო დილითვე გაავრცელებს განცხადებას.
17 მარტი 2026, 22:49
საზოგადოება
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ
ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა. კლინიკაში მივიდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
17 მარტი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში
„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
17 მარტი 2026, 21:36
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
თეთრ სახლში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კირ სტარმერთან მისი ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს შესაძლებლობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენა, - წერს ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი.
17 მარტი 2026, 21:27
რეგიონი
ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.
სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა. იგი პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.


