imedi /  25 ოქტომბერი 2018, 12:27 / სანდო წყარო

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ანგარიში წარადგინა

საერთაშორისო გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.

„წინა არჩევნების მსგავსად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში კვლავ წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ. ეს პროგნოზები მოგვიანებით მეტწილად გამართლდა. ასევე, მედიით გავრცელდა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის შემთხვევაში, დასტურდება პროფესიული ნიშნით კომისიების წევრების შერჩევაში მმართველი პარტიის აქტიური მონაწილეობა და მათზე გავლენა.დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტების თითქმის არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრებზე ხშირად გვხვდებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მიერ კონტრაგიტაციის შემთხვევები და მაღალი იყო ფიზიკური კონფრონტაციის ალბათობა. ქუთაისის საკრებულოში დაფიქსირდა ერთი ძალადობრივი ინციდენტი, როდესაც ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების” წევრები იმისთვის, რომ მან სოციალური ქსელების მეშვეობით პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გალანძღა.აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნილად გამოცხადების გზით. ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევათა მთელი სერია. ეს ჩანაწერები ეხებოდა ქვეყანაში ბიზნესის სავარაუდო დატერორების, გავლენიანი არაფორმალური დაჯგუფებების, ელიტური კორუფციის და გამოუძიებელი საქმეების გარშემო სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩანაწერების გადაფარვის მიზნით საქართველოს პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანა ძველი საქმეების გახსნილად გამოცხადებით სცადა. შესაძლოა, ამავე მიზანს ისახავდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ მან დეტალურად იცის, ვინ გეგმავდა და გეგმავს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პროვოკაციას. გახარიას ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც ის არის საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოძიება არის თუ არა დაწყებული.ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ტენდენცია ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებული ღია თავდასხმები იყო, რომელთა ძირითადი მიზეზი ამ ორგანიზაციების საარჩევნოდ დისკრედიტირება შეიძლება ყოფილიყო. მათ შორის, აღსანიშნავია, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და ამავე დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის არაკონსტრუქციული ქმედებები და განცხადებები დამკვირვებელი ორგანიზაციების მისამართით, რის შედეგადაც სამმა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები, რომელმაც წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ფაქტობრივად, ფაშისტებთან გაათანაბრა.წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, ჩვენი აზრით, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილები შეგნებულად იყო მიკერძოებული.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ რამდენიმე სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება. ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს კვლავ არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2017 წლის შემდეგ საარჩევნო კომისიები ახლი წესით დაკომპლექტდა. ეს წესი ცალსახად მმართველ პარტიაზე არის მორგებული და საარჩევნო კომისიებში მის დომინირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ვინაიდან ამ წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია პირველი, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს მისი მუშაობის შედეგები.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაციები. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური ტენდენცია არ ყოფილა.რეკომენდაციებისახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და დისკრედიტირების მცდელობისგან;საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის დაწყება. იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობითა და არსებული მანდატით კომისია არაეფექტიანად მუშაობს;საჭიროა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე;საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან და პატივი სცენ მათ შრომით უფლებებს. ასევე, თანამშრომელთა აგიტაციაში ჩაბმით არ შეაფერხონ მუნიციპალური ორგანოების ფუნქციონირება;საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებები კანონის ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს;საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებიდან და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები"- ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 01:22

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

17 სექტემბერი 2026, 00:26

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა

ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.

გიტანას ნაუსედა

17 სექტემბერი 2026, 00:25

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.

17 სექტემბერი 2026, 00:08

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:05

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია

„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა

პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

გია აბაშიძე

16 სექტემბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს

აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია

ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ანტონიუ გუტერეში

16 სექტემბერი 2026, 23:10

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე გაკეთდა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი დასრულების პერსპექტივის გარეშე გრძელდება, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას აუცილებელს ხდის.

16 სექტემბერი 2026, 23:06

სპორტი

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

თამაზ ელიზბარაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:05

პოლიტიკა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ

ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.

16 სექტემბერი 2026, 22:33

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია, თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობის ფედერალური კანონები - ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

16 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.

შაკო კუჭაშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:57

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

დავით ქართველიშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია", თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.