ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდში „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების ფაქტები გამოავლინა
ფოტო: ანა ჩხეტია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40; და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, საყურადღებოა საეჭვო შემოწირულების შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.
შუალედურ ანგარიშში ასევე მოხვდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, როდესაც მათ "ფაშიზმის მხარდამჭერები" უწოდა. ანგარიშში წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას "საეჭვოდ დაემთხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანია სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებზე. ანგარიშში მოხვდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მისამართით გაკეთებული განცხადებაც.
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა რეგიონში გახდა ცნობილი, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვებას.
ანგარიშის თანახმად, დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთი სიებში, მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს.
სამართლიანი არჩევნების ცნობით, დაფიქსირდა ზეწოლის და იძულების სხვა შემთხვევებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებენ.
ანგარიშში წერია, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 საარჩევნო ოლქში, რასაც ძირითადად სხვადასხვა პროდუქტის დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების ფორმა ჰქონდა.
საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. მსგავსი ქმედებები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კასპში, რუსთავსა და ჩუღურეთში.
ორგანიზაციის დაკვირვებით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის აქტივობებს ხელი შეუშალეს 9 შემთხვევაში, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ღონისძიებებს - 2 შემთხვევაში. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები იმ შენობებთან ხვდებიან, სადაც კანდიდატს შეხვედრა აქვს დაგეგმილი და შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ტრანსპარანტების ფონზე მართავენ აქციას.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდენციის სახე აქვს სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანებას.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
28 მაისი 2026, 11:01
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
28 მაისი 2026, 10:52
მსოფლიო
კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.
28 მაისი 2026, 10:44
საზოგადოება
სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
28 მაისი 2026, 10:31
კულტურა
EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲
ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.
28 მაისი 2026, 09:51
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.


