imedi /  29 ოქტომბერი 2018, 12:56 / სანდო წყარო

ანა დოლიძე: ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ შედეგებს ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე. დოლიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ ამომრჩეველმა 2-იანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხტარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400-ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპულარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ", - წერს დოლიძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი ანალიზი სჭირდება.  კაკულიას განცხადებით, ქართული ოცნებისთვის ყველაფერი ჯერ დაკარგული არ არის და შესაძლებელია "ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს".

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეჰმატა.

ცესკომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს 38.63%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს. 

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 12:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები

საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

რადმილა შეკერინსკა

01 ივნისი 2026, 12:06

მსოფლიო

ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.

01 ივნისი 2026, 12:02

ჯანდაცვა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

01 ივნისი 2026, 11:39

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს

Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.

პეტერ მადიარი და  ტამაშ შუიოკი

01 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა

პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.

პეტერ ფიშერი

01 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კანიე უესტი

01 ივნისი 2026, 11:16

კულტურა

კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა

სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.

დავით მათიკაშვილი

01 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

01 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული

საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.

01 ივნისი 2026, 11:11

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ემანუელ მაკრონი

01 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული

„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 11:04

საზოგადოება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

01 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.

01 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.

01 ივნისი 2026, 10:11

საზოგადოება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

01 ივნისი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 10:07

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

01 ივნისი 2026, 10:03

მსოფლიო

საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

„მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 4 წელზე მეტია აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნაოსნობის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და საერთო უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკრონმა.