ქრთამის აღებისთვის დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის დეპუტატი შვილი გამოძიებას ენდობა
გოგა გულორდავა
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
ზუგდიდის დაკავებული ვიცემერის გია გულორდავას შვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ამბობს, რომ ის გამოძიებას ენდობა. გოგა გულორდავა აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაა და რომელშიც სავარაუდო კორუფციული გარიგება განიხილებოდა, მამამისი არ ფიგურირებს.
"ბრალს ვიზიარებ თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს და ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები და არსებობს სასამართლო. საბოლოოდ ადამიანის ბრალეულობა დგინდება მას შემდეგ, რაც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს განაჩენი. არსებობდა ალბათ კითხვები, რადგან ასეთი ფაქტის წინაშე დადგა გამოძიება. ამ კითხვებს ალბათ გაეცემა გამოძიების მხრიდანაც პასუხი და შემდგომ უკვე სასამართლო დაადგენს ბრალეულობას. არანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდო, არ მაქვს. მაგ ჩანაწერში მამაჩემი საერთოდ არ ფიგურირებდა და იმ ჩანაწერებიდან ეს არ ჩანს. ის თვითონ მონაწილე არ იყო, იყო თუ არა კავშირში არსებულ შინაარსთან - თანხის აღება იყო თუ სხვა გადაცდომა, ამას უკვე გამოძიება გასცემს პასუხს",- განაცხადა გოგა გულორდავამ.
კითხვაზე - მამის დაკავების გამო, მოსალოდნელია თუ არა, რომ გოგა გულორდავა "ქართული ოცნებიდან" წავიდეს, ის პასუხობს, რომ ოჯახის წევრის დაკავება არ იქნება იმის მიზეზი, რომ მან მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.
"თუ კანონის წინაშე ის არის დამნაშავე, ის ამისთვის აგებს პასუხს. დანარჩენს გამოძიება და საამართლო გვაჩვენებს და მე სრულ ნდობას ვუცხადებსერთსაც და მეორესაც",- აღნიშნა გულორდავამ.
გოგა გულორდავა წალენჯიხიდან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 15:25
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს, - ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 15:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
22 ივლისი 2026, 15:24
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ - თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება.
22 ივლისი 2026, 15:21
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვასა და ბაზარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრე მეურნეობის „აგროკლუბ ჯორჯია“ საქმიანობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 15:10
მსოფლიო
უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ
უნგრელი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში, კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრასა და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.
22 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.
22 ივლისი 2026, 15:05
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
22 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე: რაც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ბრძანა, ბრწყინვალე აღწერაა იმ წინსვლისა, რასაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ამბავი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, - განაცხადა GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე ნეილ ფარაქმა სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 ივლისი 2026, 15:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან.
22 ივლისი 2026, 15:00
პოლიტიკა
GFTN-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი პატ პატელი: ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან, სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად
სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე და შუა დერეფნის რეგიონში GFTN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მთავარი განსახილველი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.
22 ივლისი 2026, 14:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 14:55
ტექნოლოგიები
OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია თავისი ყველაზე სრულყოფილი მოდელების შესაძლებლობებს კონტროლირებად გარემოში ტესტავდა. თუმცა პროცესში AI-მოდელმა თავი დააღწია იზოლირებულ სატესტო სეგმენტს, გავიდა გლობალურ ქსელში და ჰაკერული შეტევა განახორციელა სტარტაპ Hugging Face-ზე.
22 ივლისი 2026, 14:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 14:38
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 14:37
მსოფლიო
მარკო რუბიო: უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთსა და აშშ-ს სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუზღუდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთსა და აშშ-ს სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუზღუდა.
22 ივლისი 2026, 14:34
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: 5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში - პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია - 14 დღე ცოტაა!
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
22 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას
სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები, თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები, თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ვახო სანაიას დაკავებაზე საუბრისას.
22 ივლისი 2026, 14:20
რეგიონი
რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა.
22 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა, თორემ სრულად გასული იყო დიპლომატიური ჩარჩოდან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებზე საუბრობს.
22 ივლისი 2026, 14:18
საზოგადოება
დაპატიმრებამდე ვახო სანაია „იმედის“ ჟურნალისტისგან ითხოვდა იმის ახსნას, თუ რომელ სტატუსზე ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ჩემს ყველა სტატუსს ვაწერ ხელს, უბრალოდ თქვენთვის რა არის ამ სტატუსში კონკრეტულად შეურაცხმყოფელი?! სასაცილო მდგომარეობაში რომ ხართ ხვდებით?! - ასე მიმართა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს.


