ბათუმის მოვლენებზე დაკავებული კიდევ 3 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის მოვლენებზე დაკავებული კიდევ სამი პირი, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მალხაზ ბერიძე და შალვა ფევაძე აქციაზე ყოფნას ადასტურებენ, თუმცა ბრალს არ ეთანხმებიან. ისინი აცხადებენ, რომ აქციაზე შემთხვევით მოხვდნენ.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, გოდერძი გორგილაძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყო. ამის შესახებ, მან სასამართლოზე განაცხადა და დასძინა, რომ რაც ბრალდებაშია აღწერილი ის ტანსაცმელი აქციაზე არ სცმია. მან არ გამორიცხა, რომ შეიძლება გამოძიებას ის სხვაში ეშლებოდეს. მის სიტყვებს ადასტურებს გორგილაძის მეუღლე, რომელიც აცხადებს, რომ მისი ქმარი აქციაზე არ ყოფილა.
დაკავებულების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. გადაწყვეტილება მიუღებელია ფევაძისა და ბერიძის ოჯახებისთვისაც. ისინი არასაკმარის მტკიცებულებებსა და სასამართლოს არაობიექტურობაზე ლაპარაკობენ.
შემდეგი სხდომა 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ სამი პირი გუშინ დააკავეს.
გოდერძი გორგილაძის ადვოკატის თქმით, გორგილაძე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ელოდა, რადგან ის თურქეთში საქმიანობდა და დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე საზღვარზე არ გადაუშვეს. გოდერძი გორგილაძე, ბათუმის მოვლენებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პატიმრობაში უკვე იყო. 5 დღიანი ვადა მას 17 მარტს ამოიწურა.
სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში უკვე 18 პირია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. კიდევ ერთ არასრულწლოვანს სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა.
ბათუმში 11-12 მარტს გამართული აქციის მონაწილეებმა, გვიან ღამით აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას
სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.
30 ივლისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
30 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.
30 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.
30 ივლისი 2026, 20:28
რეგიონი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.
30 ივლისი 2026, 20:22
რეგიონი
ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 20:15
საზოგადოება
რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.


