imedi /  11 ნოემბერი 2018, 08:00 / სანდო წყარო

პრეზიდენტი და პირველი ლედი მაკრონის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორსეს მუზეუმში, ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე, ფრანგულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენა ,,ცისფერი და ვარდისფერი“ დაათავალიერებინა.

ოფიციალურ ვახშამზე ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონებმა, 11 ნოემბერს ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერებს - დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელს, ჯასტინ ტრიუდოს და სხვებს უმასპინძლეს.

საფრანგეთის მთავრობამ, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 14:43

თემა

ბულინგი და კიბერბულინგი: როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

მარტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპულმა რეგიონულმა ბიურომ პროექტის სკოლის ასაკის ბავშვთა ქცევა ჯანმრთელობასთან მიმართებაში (Health Behaviour in School-aged Children, HBSC) მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც მოზარდთა ძალადობის ფორმებს მიეძღვნა და ევროპის, ცენტრალური აზიის 44 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა 279 ათასი სკოლის მოსწავლის (11-დან 15 წლამდე) მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი-ორად გაიზარდა ბულინგისა და კიბერბულინგის შემთხვევები. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეექვსე მოზარდი თანატოლების ძალადობის მსხვერპლია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ექსპერტების განმარტებით, ბულინგის მცირედით ზრდის ფონზე საგრძნობლად იმატა კიბერბულინგის ანუ ინტერნეტ-დევნის შემთხვევებმა, რაც პროგნოზირებადი იყო, თუმცა მსგავსი მასშტაბურობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ციფრული სამყარო სწავლისა და კომუნიკაციის არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ სულ უფრო მწვავდება კიბერბულინგის პრობლემა. ონლაინ-რისკებთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია მთავრობების, სკოლების, ოჯახების გაერთიანება და კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რათა უსაფრთხო, ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ მოზარდებს და დავიცვათ მათი ფსიქიკური და ემოციური კეთილდღეობა, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ჯოანა ინჩლიმ. ექსპერტების მონაცემებით, სოციალურ ქსელში დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი გოგონები (16%) უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე ბიჭები (15%), თუმცა ბიჭები (14%) გოგონებზე (9%) თამამად აღიარებენ კიბერბულინგში მონაწილეობას. ყველაზე მწვავედ ინტერნეტ-დევნის პრობლემას ბულგარეთი, ლიეტუვა, მოლდოვა და პოლონეთი განიცდის ყველაზე კეთილგანწყობილი და ლოიალური ესპანეთის ფონზე. ამავე კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 80% (ბიჭებიც და გოგონებიც) სულ მცირე ერთხელ მაინც გახდა მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, 11% კი - სისტემატურად განიცდის ბულინგს სკოლაში. ამასთანავე, 13-15 წლის ბიჭები (14%) უფრო ხშირად ებმებიან ჩხუბში, ვიდრე თანატოლი გოგონები (6%), რომელთა შორის პორტუგალიელები, შვედები და ნორვეგიელები ლიდერობენ. კვლევის თანაავტორის, დუბლინის ტრენინგ-კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომლის ალინა კოსმას განმარტებით, გოგონების ამგვარი აქტიურობა, მეტწილად იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია გენდერული თანასწორობის პრინციპები. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ანგარიში ყველასთვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს, უშეღავათო ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ბულინგს და კიბერბულინგს ნებისმიერ დროსა და ადგილას, რადგან ძალადობის ნებისმიერი ფორმა ზიანს აყენებს მოზარდის ფიზიკურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უარყოფითად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე. პრობლემის გადაჭრაზე ერთნაირად უნდა იზრუნონ როგორც ჯანდაცვის, ისე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, რათა დროულად აღვკვეთოთ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა, რომელიც ხშირად მეტად სავალალო შედეგებით, მათ შორის თვითდაზიანებითა და თვითმკვლელობით სრულდება, - აღნიშნა კლუგემ.

17 სექტემბერი 2024, 14:41

მსოფლიო

META-მ რუსეთის სახელმწიფო მედიაქსელები საკუთარ პლატფორმებზე დაბლოკა

შეზღუდვა შეეხო RT-სა და „Россия сегодня“-ს. META განმარტავს, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები მოსკოვის ინტერესების გატარების მიზნით, ონლაინ-პლატფორმებზე გავლენის ოპერაციებს ატარებდნენ და ამისთვის დეზინფორმაციას იყენებდნენ.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი

ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

17 სექტემბერი 2024, 14:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში არსებული გამოწვევების დაძლევასთან ერთად, ქალაქი დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც საკუთარი იდენტობის მახასიათებელი სიმბოლოების ქონა გახდა საჭირო

ახალი ქალაქი დიდი ისტორიით - რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

17 სექტემბერი 2024, 14:38

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სად გაგიგიათ „ნაცი“ და ბოდიში? ბოდიშის მოხდა, შეცდომის და თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია

„ბიძინა ივანიშვილის გზავნილში გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ჩვენი ოსი თანამოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ეს არის გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ მიდგომას, იმ სამ დანარჩენ დაპირებასთან ერთად, აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი სამშობლოსათვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომლებიც ერთმანეთს უწოდებდა, შეგახსენებთ, თაღლითს და თვალთხარიას. ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა. რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იმას აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:36

არჩევნები 2024

პრემიერი: სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

17 სექტემბერი 2024, 14:35

მსოფლიო

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რამდენიმე დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სტიქიამ მსხვერპლი ჩეხეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში გამოიწვია. პოლონეთის ქალაქ ნისაში უკიდურესად მძიმე ვითარების გამო მერმა ქალაქის მთელ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. საცხოვრებლის დატოვება საერთო ჯამში 44 ათას მცხოვრებს მოუწევს.

17 სექტემბერი 2024, 14:35

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იცით, როგორია მიხეილ როთის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისა და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის

მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:30

პოლიტიკა

პრემიერი ხოშტარიაზე: ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები

„ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტი რუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე თავისი დასკვნები ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გამოიტანოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ანა ხახანაშვილი

17 სექტემბერი 2024, 14:29

სამართალი

პროკურორი: უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა დანაშაული აღიარა

მისივე თქმით, იაშვილმა აღიარა, რომ სექსუალურ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა მამაკაცს და ხდებოდა მისი გადაღება და კადრების შენახვა. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ იაშვილი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებდა და მეუღლის მსგავს პოზიციას აფიქსირებდა.

17 სექტემბერი 2024, 14:28

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

17 სექტემბერი 2024, 14:27

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია, შეეცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინა

„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველო ისეთივე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას, როგორც 2012 წელს იყო, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა განვითარებას და ქვეყანაში სასტიკი და ბოროტი რეჟიმი დაასრულა. ახლაც, მსგავსი არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და ხმა უნდა მისცეს მშვიდობას“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ზარქუა

17 სექტემბერი 2024, 14:26

არჩევნები 2024

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: 26 ოქტომბერს ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ

„სიუჟეტიც ვიცით, რას გააკეთებენ. 26 ოქტომბერს გამოვარდებიან, იტყვიან რომ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ, როცა სიმართლეს ნახავენ, გაწბილებულები მოუწოდებენ თავიანთ პატრონებს დაფინანსებისკენ და ახალგაზრდებს ისევ შეცდომაში შეიყვანენ. 27 ოქტომბრიდან იქნება ისევ არეულობა და ქაოსი. ეს იქნება ამათი ხედვა, სტრატეგია, ამოცანა. რისკენ მიდიან? მიდიან, რომ რევოლუცია მოაწყონ ამ ქვეყანაში, რომ აგენტურა დასვან საქართველოს მთავრობაში როგორც 2003 წელს და შემდეგ უკვე, იქნება მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა, მერე გზა ხსნილია ყველაფრისთვის. ცალ ფეხზე მოხტუნავე უსამშობლოები გვყავს ოპოზიციაში, რადიკალურ ოპოზიციაში, მათი სახელი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც განფენილია სხვადასხვა პარტიაში. არ გაგიტარებთ, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს არჩევანი აქვს გაკეთებული - ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამ არჩევანს დავიცავთ ყველა ერთად. ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ 26 ოქტომბერს ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ, ხოლო საქართველომ ბოლოს და ბოლოს, მოიპოვოს მშვიდობა და მშვიდობით განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სანქციებზე: ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:23

პოლიტიკა

პრემიერი: ოპოზიცია არა ომის დაწყების საკითხმა, არამედ შერიგების თემამ გამოიყვანა მწყობრიდან, ვინაიდან ეს იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი-გირჩი-დროა“, „ლელო“ და სალომე ზურაბიშვილი თანხმდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ პირობებში, გასაკვირი არაა, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებს თავის მართლების არავითარი რესურსი არა აქვთ.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია

მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი, მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 სექტემბერი 2024, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი არის დავალებების გამტარი, ამიტომ ჰყავს დღეს დაბარებული ორი პარტია

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს არის დავალებების გამტარი, ამიტომ ჰყავს დღეს დაბარებული ორი პარტია,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 სექტემბერი 2024, 14:19

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ

აბა, რა, აი ნამდვილი "მეგობრები და პარტნიორები," ჩვენი "უფროსი ძმები"-მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! მადლობის მეტი რა გვეთქმის! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს! - ასე ეხმიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას, რომლის თქმითაც, ამერიკა მზად არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად.