სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მხრივ ჩამორჩენა გვაქვს
დავით სერგეენკო
ფოტო: არქივი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მხრივ ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე მქონე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
„ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც ველოდებით, რომ 150 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ 150 000-დან, სულ მცირე, 90%-მა პროცენტმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა დაავადება. მათგან, ვინც სკრინინგს ჩაიტარებს, სულ მცირე, 90%-მა უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს, სულ მცირე, 95%-მა უნდა მოირჩინოს ეს დაავადება. ჩვენ ამ პუნქტში წინსწრება გვაქვს, რადგან განკურნება 98%-ია. სკრინინგშიც საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ, მაგრამ მკურნალობაში ჩართვის მხრივ არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზი არის ის, რომ თუ პირველ ეტაპზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობა ჰქონდათ და თვითონ მოითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, ახლა ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამაში 75 000 ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს. მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავადაა, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამ დაავადების საწყისი სტადიაა, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიურები. იუსტიციის სახლში კუთხე გავხსენით, მობილური ლაბორატორიები გვაქვს, კარდაკარ დავდივართ და ვუკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ. ეს არის პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის”, - აღნიშნა სერგეენკომ.
ასევე, 2018 წლის 1 სექტემბრიდან, სახელმწიფო უზრუნველყოფს მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების ფარგლებში, C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულების დაფინანსებას.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 18:22
მსოფლიო
Euronews: რვა წევრი სახელმწიფო სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო კლასტერის გახსნას ეწინააღმდეგება - საერთო წინააღმდეგობა, ძირითადად, სერბეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის არგაზიარებას უკავშირდება
ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი.
08 ივლისი 2026, 18:20
ეკონომიკა
CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის
მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, - აცხადებს "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი ანდრეა მეოლა, რომელიც ბაქოში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.
08 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
08 ივლისი 2026, 18:08
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი რომ მოქმედებაში იყოს, პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, თავსმოხვეული პოლიტიკისგან
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
08 ივლისი 2026, 18:02
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა
„აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორჰან ზეინალოვმა.
08 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე: ეს ქვეყნები რომ შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, ძალიან დადებითი მიმართულებაა და არ შეიძლება ამას არ მიესალმო
„მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ხომ არ არის, ინფორმაცია იმალებოდეს. ახლა ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ნათელია. ეს ქვეყნები რომ ერთად შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, რომ ეს თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და არ იცვლებოდეს ყოველ წუთში, ეს არის ძალიან დადებით მიმართულება და არ შეიძლება ამას არ მიესალმო. მადლობელი ვართ ინიციატორებისა და ყველა იმ ქვეყნისა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
08 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია
ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:59
ეკონომიკა
რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მიმაჩნია, რომ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გააძლიერებს ურთიერთობებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუმინეთისა და უნგრეთის გავლით
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კრისტიან ბუსოიმ.
08 ივლისი 2026, 17:53
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა ENQA-ს შეფასებით ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
08 ივლისი 2026, 17:52
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, მას მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასვლა გაუჭირდება, რადგან ახლა იქ უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან ანკარაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას მოსკოვში ჩასვლა გაუჭირდება, რადგან ახლა იქ უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს.
08 ივლისი 2026, 17:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ახლა არის მცდელობა, გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების - ისეთი პირობების, რომელიც შესაძლოა, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის
რაც უფრო მეტად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფებოდა დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს სერბეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
08 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინელების თავდასხმა რუსულ სამრეწველო ობიექტებზე ომის დასასრულს აახლოებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინელების თავდასხმა რუსულ სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ომის დასასრულს აახლოებს.
08 ივლისი 2026, 17:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის
ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ იმ რეზოლუციით, რომელშიც კვლავ ჯო უილსონმა თავისი სახე დაგვანახა და თავისი თავი შეგვახსენა. ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი: ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე
„აქედან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით მივდივარ. პირველი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი შეხვედრა წარმატებული იყო. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებები, უნდა გავუზიაროთ შეცდომები, უნდა გავუზიაროთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს - ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მეორე გზავნილი, რომელზეც დღეს ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ეხება“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
08 ივლისი 2026, 17:25
მსოფლიო
აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მისცეს.
08 ივლისი 2026, 17:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიასთან ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ.
08 ივლისი 2026, 17:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით
„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით“, - განუცხადა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 ივლისი 2026, 17:22
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის“ (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
08 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე: დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება. ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში
მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმების თვით დისკრედიტაციას მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები და ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ვიყოთ მონაწილე ერთიანი პროცესისა, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 17:14
მსოფლიო
ტრამპი: შესაძლოა, ირანს ამაღამ ძლიერად დავარტყათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაღამ ამერიკამ, შესაძლოა, ირანს კვლავ დაარტყას.


