imedi /  05 დეკემბერი 2018, 16:50 / სანდო წყარო

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო. პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს - შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაკიძე

12 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ვაშაკიძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

თამარ იოსელიანი

12 აგვისტო 2026, 15:55

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

„უმნიშვნელოვანესია ზოგადად ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარება და შესაბამისად, ოპერირებაში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანი

12 აგვისტო 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

„ჩვენი მიზანი იყო, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეგვემუშავებინა. სწორედ ამიტომ აღნიშნული დოკუმენტი გაეროს რეკომენდაციებს დაეფუძნა. ჩვენ ეტაპობრივად შევისწავლით და დავნერგავთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას, მათ შორის უსაფრთხოების ბალიშის, ღვედების და სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ზოგადად საგზაო უსაფრთხოების წესრიგის განვითარებას ქვეყანაში და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევით გამოწვეული რისკი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:54

პოლიტიკა

პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, ასეთი აღქმა მაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები

რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება, ამას უკავშირდება სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან

„თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში ოპოზიციაც არ არის, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება და ამას უკავშირდება რა თქმა უნდა სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან. მანამდე პარტიები მაინც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ამ უცხოურ აგენტურაში, ახლა უკვე პარტიის შიგნითაც აქვთ აქტიური დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა, სისუსტის გამოვლინება. უცხოური აგენტურა საქართველოში არის უკიდურესად დასუსტებული. ეს არის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შედეგი, სხვა საკანონმდებლო აქტების შედეგი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ზოგადად ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მტკიცე დაცვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ იოსელიანი

12 აგვისტო 2026, 15:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიაში დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები - ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დიდი ტვირთამწეობის გემები მივიღოთ

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ზარქუა

12 აგვისტო 2026, 15:46

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“. კარდაკარ უნდა დაეწყოთ სიარული, მთელი ქვეყანა უნდა შემოევლოთ, თავისი იდეები ეთქვათ, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ, აბა სად არიან, სად გადაიმალნენ

სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

ზვიად შალამბერიძე

12 აგვისტო 2026, 15:46

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ყველაზე საინტერესო სააკაშვილის განცხადებაში იყო ის, რომ ის დაეთანხმა იმას, რასაც წლებია ვამბობთ - ოპოზიცია არის გაყიდული

„ყველაზე საინტერესო მის განცხადებაში იყო ის, რომ ის დაეთანხმა იმას, რასაც წლებია ვამბობთ - ოპოზიცია არის გაყიდული, მოსყიდული იმ ძალების მიერ, რომლებიც მას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან მართავენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მათ უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს“, - აცხადებს შალამბერიძე.

მიხეილ სააკაშვილი

12 აგვისტო 2026, 15:45

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილს გაყიდულსა და შეშინებულს უწოდებს. ასევე წერს რომ აქტიურობის ნაცვლად ოპოზიციის წევრები დასასვენებლად არიან წასულები. პირველი ვინც მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას დაეთანხმა ლაშა ფარულავა იყო. სააკაშვილის კრიტიკას არ იღებენ სხვები.

12 აგვისტო 2026, 15:44

მსოფლიო

Anadolu Agency: აშშ და ირანი 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომლის ვადა 17 აგვისტოს იწურება, გაახანგრძლივებენ. ინფორმაციას Anadolu Agency პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი გელოვანი

12 აგვისტო 2026, 15:40

პოლიტიკა

გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა

„ბარამიძის ისეთი ენა აქვს, მაგის ენას ძვალი მითუმეტეს არ აქვს და შეიძლება თქვას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ვხვრეტდით. ეს სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, ისედაც დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესები დააზიანა“.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:36

პოლიტიკა

პრემიერი: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს, მთავარ რუსოფობებად დანიშნული არიან ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, რომლებიც გამოდიოდნენ ტექსტებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, “ფორმულას” დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, - ამის განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

12 აგვისტო 2026, 15:31

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, და, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 15:10

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის Springer Nature-ის წიგნში, სახელწოდებით „ფულის ტოკენიზაცია: ტრადიციული ვალუტებიდან სტაბილქოინებამდე“ არის წარმოდგენილი.

12 აგვისტო 2026, 15:07

მსოფლიო

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ნაწილის მიზეზი ქვეყნის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელიდან წარმოქმნილი ნაპერწკლებია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 15:07

საზოგადოება

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

12 აგვისტო 2026, 15:06

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს

ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება

როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.