ირაკლი კობახიძე: საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა
ირაკლი კობახიძე და ზურაბ ჟვანიას
შვილები
ფოტო: Facebook/ana gochashvili
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარება ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. ამის შესახებ მან მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტში გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის თქმთ, ზურაბ ჟვანიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაშიც.
"ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები და ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რთულია იმის თქმა თუ რატომ ვერ დასრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება.
"ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ წლებია გასული და არის რისკი წლების მანძილზე მტკიცებულბების განადგურებისა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება იმის შეფასება, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავი სალომე ზურაბიშვილმა ყვავილებით შეამკო.
ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.
1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.
2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:08
რეგიონი
აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
26 მაისი 2026, 21:07
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
მსოფლიო
POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს
ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:59
პოლიტიკა
მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.
26 მაისი 2026, 20:56
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის
მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.
26 მაისი 2026, 20:50
ეკონომიკა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ექსპოზიციაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.
26 მაისი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:48
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს
ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. აქცია მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციას მსვლელობა 19:00 საათზე უნდა ეწყო, თუმცა, მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან
26 მაისი 2026, 20:44
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
მსოფლიო საქართველოს ულოცავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად”- წერს მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
26 მაისი 2026, 20:37
საზოგადოება
თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. გასართობ-შემეცნებითი სივრცეები ბავშვებისთვის, სპორტის სივრცე, ყვავილების ზონა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება.
26 მაისი 2026, 20:33
საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. თითოეულ მათგანში სხვადასხვა სამინისტრო იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მთავარი მასპინძელიც. რეგიონებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს გალა-კონცერტები დაასრულებს.
26 მაისი 2026, 20:27
საზოგადოება
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა.
26 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.
26 მაისი 2026, 20:14
საზოგადოება
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. წვევამდელების ფიცი უძველეს ეკლესია-მონასტრებთან და სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისსა და 20 ქალაქში.
26 მაისი 2026, 20:12
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა
ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.
26 მაისი 2026, 20:05
მსოფლიო
CNBC: დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები კემპ-დევიდში შეიკრიბებიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები ოთხშაბათს კემპ-დევიდში შეიკრიბებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს CNBC-ს განუცხადა.


