ზალკალიანი: აშშ-ის კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს ითვალისწინებს
დავით ზალკალიანი
ფოტო: facebook
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დაამტკიცება შეაფასა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს ითვალისწინებს.
"აშშ-ის კონგრესის კანონპროექტი, პირველ რიგში, გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ხაზგასმაა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.
ეს კანონპროექტი გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს. კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე დეტალური ანგარიში წარადგინოს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მანამდე აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.
აშშ-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკე დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. აქამდე აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია დაუმტკიცებია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აქტი, რეზოლუციაზე უფრო დიდი მნიშვნელობის საკანონმდებლო დოკუმენტია - იგი რეზოლუციისგან განსხვავებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონის ძალას იძენს.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 14:18
სამართალი
ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე
ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
28 მაისი 2026, 14:17
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს
მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.
28 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
28 მაისი 2026, 14:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს
„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
28 მაისი 2026, 14:01
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.
28 მაისი 2026, 14:00
ეკონომიკა
8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
28 მაისი 2026, 13:58
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
28 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
28 მაისი 2026, 13:56
მსოფლიო
რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


