imedi /  20 დეკემბერი 2018, 15:32 / სანდო წყარო

მინისტრმა განმარტა, როგორ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები 2019 წლიდან 50-ლარიან დახმარებას

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით, ნაწილში კი მონეტარული ფორმის იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ორივე ტიპის დახმარება 2019 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში გაიცემა, საბოლოო სახეს კი მოგვიანებით აირჩევენ.

მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანა ბავშვთა დახმარებაზე სხვადასხვა მეთოდს იყენებს. 

"ზოგი ქვეყანა იყენებს მხოლოდ მონეტარულს, ზოგი შერეულს: მონეტარულს და მიზნობრივ ვაუჩერებს, რომლებიც კვებისა და ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი. რამდენიმე ქვეყანას ამ მიდგომების ეფექტურობის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული და ისინი იყენებენ სპეციფიკურ მიდგომებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში არის უმეტესად მხოლოდ მონეტარული, აშშ-ში არის შერეული. ჩვენს შემთხვევაში იუნისეფთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ეს იქნება შერეული, რომლის შედეგების შედარებაც 6 თვის განმავლობაში მოხდება ანუ გარკვეული ლოგიკით არჩეულ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ მონეტარული, ხოლო სხვაგან შერეული. 6 თვის შემდეგ ზეგავლენის ეფექტურობას გავზომავთ და რომელიც უფრო შედეგის მომცემი იქნება, ამ გზით გავაგრძელებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

2019 წლიდან 144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს. 2 ნოემბერს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას

ყველა სიახლე

გიორგი მათიაშვილი

23 მაისი 2022, 08:22

თავდაცვა

გიორგი მათიაშვილი დღეს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმას წარადგენს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დღეს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმას წარუდგენს.

23 მაისი 2022, 08:11

სამართალი

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა.

ნინო გიორგობიანი

23 მაისი 2022, 00:59

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ტერორისტული ჯგუფები ტელევიზიების სახით

საქართველოს შიდა დაპირისპირებამ ასახვა პოვა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან მუშაობაში და ეს დავიდა ძალიან ცუდ დონეზე. აქედან ჩადიან ოპოზიციონერები, იქ შეხვედრას მოუწყობენ, ფოტოებს გადაუღებენ, რაღაც ტყუილებს ეტყვიან, რომ აქ ჩვენთან ხელისუფლებაშია არიან კაციჭამიები, თავისუფალი მედია იდევნება და ა.შ. ოღონდ რამენაირად არ მიიღონ საქართველოს განაცხადი, აქ კი წინასწარ აანონსებენ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ბრალი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია კამილა

23 მაისი 2022, 00:51

ტაბლოიდი

პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე ბრიტანულ სერიალში გადაიღეს

შოუს სერია, რომელშიც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები გადაიღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ჩარლზი და კამილა სერიალის გმირებს მაშინ შეუერთდებიან, როდესაც ისინი დედოფლის ტახტზე ასვლის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქუჩაში წვეულებას მოაწყობენ. წყვილმა სცენები ჯერ კიდევ მარტში გადაიღო, ეპიზოდი BBC-ს ეთერში 2 ივნისს გავა.

ბიძინა გიორგობიანი

23 მაისი 2022, 00:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ნიკა მელიამ თუ რევოლუცია მოახდინა, არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამია ისევ პროკურორი გახდეს და დამოუკიდებელ მედიას კვლავ დევნა დაუწყოს

როგორც ახლა ნიკა მელია ამბობს, არჩევნები უნდა დავივიწყოთ და სხვა გზით უნდა ვიაროთო, თუ მოახდინა ნიკა მელიამ რევოლუცია, არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამია ისევ პროკურორი გახდეს, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დავით მაღრაძე

23 მაისი 2022, 00:28

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, ზღვა ხალხი დადგება მის მხარდასაჭერად

ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, ზღვა ხალხი დადგება მის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

ბიძინა გიორგობიანი

23 მაისი 2022, 00:13

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირში დადიან და ამბობენ, რომ ქვეყანა ვერ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

„ისინი დადიან და თან ფულს იხდიან ამაში, იმიტომ რომ ლობისტური კომპანიების გარეშე ეს შეხვედრები და განცხადებები, რომლებსაც იქ რამდენიმე პარლამენტარი აკეთებს, არ არის შესაძლებელი. ამ ლობისტური კომპანიებს სჭირდებათ ფული. საქართველო რომ რამენაირად დააზიანონ და მიაღებინონ [ევროკავშირს] ნეგატიური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ამაში ხარჯავს ეს ხალხი ფულს“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მაია ბუწაშვილი

22 მაისი 2022, 23:58

საზოგადოება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა უნდა ვიცოდეთ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით

ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს.

დავით ქართველიშვილი

22 მაისი 2022, 23:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: წალენჯიხას ოფიციალური ვიზიტით ეწვია და „ქართუს“ მიერ გარემონტებული მუზეუმი მოინახულა „ვადაგასულმა“ თაღლითმა ხაზარაძემ! სხვისი გაკეთებული მოეწონა

„მას შემდეგ, რაც წალენჯიხა ხელში ჩაიგდეს მანქურთებმა („ნაცებმა“), ამ მუნიციპალიტეტში ორი მსოფლიო მასშტაბის ამბავი მოხდა: ამჟამად სიფხიზლესთან ბრძოლის აქციის ფარგლებში, დამსახურებულ „ზაპოიში“ მყოფი წალენჯიხის „ნაცი/მერის“ .... ..... თაოსნობით, ქალაქში დაიდგა „ფეი ბოქსი“ ქალაქს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და „ქართუს“ მიერ გარემონტებული და აღდგენილი მუზეუმი მოინახულა „ვადაგასულმა“ თაღლითმა ხაზარაძემ! სხვისი გაკეთებული... მოეწონა მანქურთების გამარჯვების შემდეგ „გუგუნებს“ წალენჯიხა, ზაფხულში არაა გამორიცხული, ქალაქის ცენტრში ბურახის კასრი დაიდგას“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

დავით მაღრაძე

22 მაისი 2022, 23:47

პოლიტიკა

დავით მაღრაძე გვარამიაზე: ასეთი ფინტები ადრე არ იყო ცნობილი, თორემ, ლავრენტი ბერია შექმნიდა პატიმართა უფლებების დაცვის მედიას და მედიამენეჯერი იქნებოდა

ლავრენტი ბერია შექმნიდა პატიმართა უფლებების დაცვის მედიას - მედიამენეჯერი იქნებოდა და ხრუშჩოვი პასუხს ვეღარ მოსთხოვდა, რადგან ხელშეუხებელი იქნებოდა. ასეთი ფინტები ცნობილი არ იყო, თორემ, ისეთი ხალხი გამოჩნდებოდა ტელევიზიებსა და არასამთავრობოებში, რომ სანატრელი!, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

თამრიკო გვერდწითელი

22 მაისი 2022, 23:15

კულტურა

თამრიკო გვერდწითელი: ყველა მუსიკოსმა თავის თითოეულ გამოსვლაზე, თითოეულ ნოტზე, თითოეულ აჟღერებულ სიმღერაზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი

„ხმა გულიდან ამოდის, მაგრამ თუ გონება არ წარმართავს, ეს ხმაც უაზრო ხდება. ვუსურვებდი ყველა მომღერალს, ვინც ხმით არის დაჯილდოებული, თავისი ხმა სიკეთისთვის გამოეყენებინოთ, ჰიმნები ემღეროთ სიკეთისთვის, მშვიდობისთვის. როგორც ქალმა, მინდა ვთქვა, რომ ახლა ერთადერთი რაც გვაღელვებს, არის ის, რომ არ გაგრძელდეს [ომი] და დამკვიდრებულიყოს მშვიდობა, იმიტომ რომ მშვიდობაზე ძვირფასი არაფერია“, - აღნიშნავს გვერდწითელი.

22 მაისი 2022, 22:41

სპორტი

2011 წლიდან პირველად, „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა⚽

2021-2022 წლების იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი „მილანმა“ მოიგო. სერია A-ს ბოლო ტურში სტეფანო პიოლის გუნდმა „სასუოლო“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და 86 ქულით, გარანტირებულად გახდა ტურნირის გამარჯვებული. მეორე ადგილზე „ინტერი“ გავიდა.

22 მაისი 2022, 22:17

სპორტი

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა⚽

სეზონის ბოლო შეხვედრაში მანჩესტერელებმა „ასტონ ვილა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ამასთან, პეპ გვარდიოლას გუნდი 69 წუთამდე 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაშის შებრუნება და გამარჯვება შეძლო. შედეგად, სეზონის განმავლობაში „სიტიმ“ 93 ქულა დააგროვა.

რიჩარდ ბრეიდი

22 მაისი 2022, 21:38

პოლიტიკა

რიჩარდ ბრეიდი: საქართველომ უნდა შეძლოს, დასავლეთის ყურადღება საკუთარი მომავლისთვის სწორად გამოიყენოს. ვერავინ უნდა შეძლოს, ამ პერსპექტივას რაიმე ტიპის ზიანი მიაყენოს

საქართველომ უნდა შეძლოს, დასავლეთის ყურადღება საკუთარი მომავლისთვის სწორად გამოიყენოს. ვერავინ უნდა შეძლოს, ამ პერსპექტივას რაიმე ტიპის ზიანი მიაყენოს. მითუმეტეს, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედმა ჯგუფებმა, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ვაშინგტონში, მკვლევარმა, სამხედრო კონტროლიორთა ამერიკული საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ ბრეიდმა განუცხადა.

22 მაისი 2022, 21:33

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროგრამა აქტიურ ფაზაშია

ამბავი „თბილისის ფილტვებზე გრძელდება“ - მთაწმინდის ფერდობის გამწვავების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. თავისი მასშტაბით ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საჩუქარია დედაქალაქისთვის.

ვიქტორ დოლიძე

22 მაისი 2022, 21:07

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: როდესაც ნატოს გენერალური მდივანი პირად რეზიდენციაში იღებს რომელიმე ქვეყნის ლიდერს, ეს იმაზე მეტყველებს თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ის როგორც ქვეყანას, ასევე იმ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელსაც ხვდება

ნატოში საქართველოს ელჩმა „იმედის კვირასთან“ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირად რეზიდენციაში მიიღო ნატოსთვის საქართველოს მნიშვნელობაზე მეტყველებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 მაისი 2022, 21:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებული ვარ გვარამიას საქმის მასალები ინგლისურად არ არის ნათარგმნი და არ ვიცი როგორ შეუძლიათ მისი შეფასება ჩვენს უცხოელ კოლეგებს

თუ კი შენ ნიკა გვარამიას საქმის მასალებს არ იცნობ, როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიკერძოებული ან მიუკერძოებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

თეა წულუკიანი

22 მაისი 2022, 20:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქოლგის ქვეშ აქვეყნებენ გარკვეულ კვლევას, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ჩვენ თუ ვნახავთ ვინ არიან ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის კვლევის განმახორციელებლები, ისევ წავაწყდებით ქართულ გავებსა და სახელებს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას იღებდა ჩვენი ქვეყნის მართვაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი კვირას“ განუცხადა.

გიორგი ხელაშვილი

22 მაისი 2022, 20:37

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ზოგიერთი მათგანი მოვლენებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელია, ზოგიც ყოფილი სახელმწიფო მოხელეა - არ იქნება სწორი, საქართველოს მოსახლეობას შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, დასავლეთში ამ ადამიანების განწყობაზე იგება პოლიტიკა

ზოგიერთი მოვლენებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელია, ზოგიც გადამდგარი, ყოფილი სახელმწიფო მოხელეა, მაგრამ საერთო ჯამში, მათი ნააზრევი არ წარმოადგენს დასავლეთის ობიექტურ შეფასებას იმისას, თუ რაც ხდება საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირას“ ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა, რომელთა აზრსაც ოპოზიციური მედია რადიკალური ოპოზიცია ხშირად იყენებს.

თეა წულუკიანი

22 მაისი 2022, 20:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით

„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლოს როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ: „სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“. ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ყველამ - ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული შევწყვიტოთ. იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს სხვადასხვა დეპუტატი ევროკავშირში“, - განაცხადა წულუკიანმა.