imedi /  26 დეკემბერი 2018, 13:43 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი: გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარუდგინა.

ომბუდსმენის პრესამსახურის ცნობით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16-ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, შემსრულებლისა და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. 

„სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე (მათ შორის, თავზე) არსებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ხანდაზმულობა და წარმოშობის მექანიზმი. ასევე, დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეეძლო დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გამსახურდიას ცხედარზე ჩატარებულია მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს და ისიც რუსეთის ფედერაციაში. ამ დროისთვის სხეულის რბილი ქსოვილები აღარ არსებობდა და შეუძლებელი იქნებოდა ამ ქსოვილებზე არსებული შესაძლო დაზიანებების კვალის აღმოჩენა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არ იქნა გატარებული ღონისძიებები არსებითი მტკიცებულებების და შემთხვევის ადგილის დასაცავად. გამოძიებას არ აქვს მოპოვებული ტყვიის გულა და მასრა, გამსახურდიას ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, საბანი და ლეიბი, ბალიში, საწოლის დაფა და საწოლის წელი 10-20 წლის დაგვიანებით იქნა მოპოვებული. არ მოხდა გონივრულ ვადაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

მისივე თქმით, გამსახურდიას გარდაცვალების დროს მასთან მყოფი პირების დაკითხვა ჩატარდა დაგვიანებით, ხოლო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი დღემდე არ არის დაკითხული. სამწუხაროა, რომ 2017 წლამდე არც ერთი ოჯახის წევრი არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ხოლო 1994 წლიდან 2015 წლამდე გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით - „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“. საქმე მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს. საქმეში იკვეთება სხვა ჩაუტარებელი და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის/დადგენის მიზნით"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგეგმება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა და რომელიც გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს:

1) გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები; 
2) გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით);
3) მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
4) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

05 სექტემბერი 2026, 22:28

რეგიონი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბათუმის ბულვარი, გასტრონომიული ფესტივალის მასპინძელია - ბევრისთვის უცხო, ბევრისთვის კი კარგად ნაცნობი გემოები, ის, რაც აჭარის სავიზიტო ბარათია.

გურამ მაჭარაშვილი

05 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 21:12

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.

05 სექტემბერი 2026, 20:52

სამართალი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.

05 სექტემბერი 2026, 20:47

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი“.

გიორგი ლილუაშვილი

05 სექტემბერი 2026, 20:40

სამართალი

რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა, ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 სექტემბერი 2026, 20:36

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. .ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“. - აღნიშნა ბოჟაძემ.

05 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

ფიციდან გინებამდე - სააკაშვილისთვის მელია კრიმინალია, რომელიც მას აგინებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიციდან გინებამდე - სად იწყება და ღრმავდება დაპირისპირება. მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა, დესტრუქციული ქმედებები კრიზისში მყოფი ოპოზიციის ბუნებად იქცა.

ნიკა გვარამია

05 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, გვარამიას ანგარიშსწორების სურვილი და იმედი აქვს. სწორედ ამ მოტივით ცდილობს ნინო წილოსანს დაემუქროს, თან დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება - გვარამია, რომელიც, პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებით, ძალადობისა და დევნის არქიტექტორი იყო.

05 სექტემბერი 2026, 20:11

ეკონომიკა

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. ავიატურიზმსა და მცირე ავიაციის განვითარებას რამდენიმე ჰექტარი დაეთმობა.

თამარ იოსელიანი

05 სექტემბერი 2026, 20:11

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 19:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 18:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია - განაცხადა ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

05 სექტემბერი 2026, 18:35

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში

პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

05 სექტემბერი 2026, 17:47

მსოფლიო

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

05 სექტემბერი 2026, 17:44

მსოფლიო

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.

05 სექტემბერი 2026, 17:38

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

05 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 17:13

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში

„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართველი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.