imedi /  24 იანვარი 2019, 14:59 / სანდო წყარო

ოკუპირებული აფხაზეთი ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებს

სოხუმი

სოხუმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყების თქმით, აშშ ვენესუელის შიდა საქმეებში ერევა და ვითარების ესკალაციას ახდენს. 

"აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს და იმედოვნებს, რომ კრიზისი კონსტიტუციური გზით მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობა დღეს რუსეთის საგარეო უწყებამაც აღიარა.

ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმაც გააკეთა. 

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ,  გვატემალამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

21 ივნისი 2021, 18:10

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 18:07

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

21 ივნისი 2021, 18:02

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები - ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი მონაწილეობენ. ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 17:55

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: რეფორმა ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება

რეფორმა ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი არ იქნება. გადასახადები, რაც დღეს მოქალაქეებს ბიუჯეტში შეაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეფექტურად დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

21 ივნისი 2021, 17:50

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, ბ და ც ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს

შერჩეულებს ეპიდემიოლოგები ინტერვიუსა და სისხლის ლაბორატორიულ ტესტირებას ჩაუტარებენ. პროექტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ფინანსდება.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2021, 17:48

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამშრომლობა სურდა, მაშინ ნახევარი წელი რატომ აბრალებდა მათ რაღაც საზიზღრობებს.

21 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნება საჭირო

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი.

21 ივნისი 2021, 17:45

სპორტი

ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 17:43

საზოგადოება

რას მოიცავს „სოციალური კოდექსი“ - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

„დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად, საქართველოში გვაქვს გარკვეული სოციალური უთანაბრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტად მიზნობრივი პაკეტი შევთავაზოთ, რომელიც უკეთესად ხედავს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის საჭიროებას, შეეხება ეს მათ სამუშაო ადგილზე დაცულობას, შეეხება დროებით შრომისუუნარობას, მათ ჯანმრთელობის საჭიროებებს და ა.შ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

21 ივნისი 2021, 17:41

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 17:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობა შეაფასა. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ივნისი 2021, 17:38

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 47%, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, შრომისუნარიანია, ამიტომ ისინი შრომის ბაზრისთვის უნდა გადავამზადოთ

ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის ნაწილის კვლევა, რომელიც იღებს სოციალური დახმარებას. კვლევით დადგინდა, რომ ამ მოქალაქეების 47% რომლებიც დახმარებას იღებენ შრომისუნარიანები არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 17:31

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, 2001 წელს დაბადებული თ.მ დააკავეს. შსს-სუწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, დღეს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები - 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში მთავარი ვინც დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ერთი და იგივე სტრატეგიით ურტყამენ კედელს თავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერთი და იგივე სტრატეგიით ურტყამს კედელს თავს.

სტეფან ლევენი

21 ივნისი 2021, 17:23

მსოფლიო

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 168 - წინააღმდეგ წავიდა.

21 ივნისი 2021, 17:19

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

„დღეს მოვისმინე კომენტარები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ დასკვნა პოზიტიურია. არის გარკვეული საკითხები, რომელიც, როგორც აღნიშნეს დეპუტატებმა, პრინციპულ თემებს არ ეხება. ამიტომ, მოდით დაველოდოთ საბოლოო მსჯელობას და ვნახოთ, რა აისახება და რა არა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

იოსებ არჩვაძე

21 ივნისი 2021, 16:57

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ექსპორტის ასეთი დინამიკა მიღწეულია ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების რეალიზაციით

არჩვაძის განმარტებით, ეს მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის მდგრად და დინამიურ განვითარებაზე მიუთითებს და მაგალითად მოჰყავს 2021 წლის მაისის თვის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის დონეს.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სომხეთს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

„სომხეთსა და მის მოსახლეობას წარმატებული არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, რომ კავშირები საქართველოსა და სომხეთს შორის უფრო გაძლიერდება. მოუთმენლად ველი ახლო თანამშრომლობას“, - წერს ზალკალიანი.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკო-ს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს შესაძლოა ადამიანი დაბულინგდეს იმისთვის, რომ მისი გვარი თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესავი ჰყავს, ან სკოლაში ერთად უვლიათ ... რა ვქნათ ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში?

ჩვენ ბევრ ეთერში გვინახავს სენსაციური, „წყალი რომ არ გაუვა“ ინფორმაცია, რომელიც შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე სრული ფალსიფიკაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას მთავრობაში ნეპოტიზმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.