პრემიერმინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაჯამა
მამუკა ბახტაძე
2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრები გაიმართა როგორც ბიზნეს, ასევე, პოლიტიკურ ლიდერებთან და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმატება ყველა ეკონომიკურ პანელზე აღინიშნა.
„ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში გეგმავენ პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების განხორციელებას. ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად აღიქვამენ კანონმდებლობას, რომლის შემოღებას წლის მეორე ნახევრიდან ვაპირებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განებივრებული არ ვართ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებით და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან მივიღოთ ინვესტიციები საქართველოში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში ინოვაციების განვითარება დაიწყოს. ამ თვალსაზრისით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს, რომ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად, სიღარიბის დაძლევას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ფორუმის ფარგლებში გამართული პოლიტიკური შეხვედრებიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს.
„ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნისგან და მინდა, მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ძალიან ხელშესახები პროგრესი როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ გზაზე. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ დავოსში ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, 22 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 16:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.
15 ივნისი 2026, 16:26
სპორტი
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებს შორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.
15 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნისი 2026, 15:51
სპორტი
იაპონელმა ფანებმა საკუთარი ნაკრების თამაშის შემდეგ სტადიონი დაალაგეს🧹⚽
დალასში, ფინალური სასტვენის შემდეგ მათ სტადიონი არ დაუტოვებიათ. ამის ნაცვლად საკუთარი სექტორის დალაგება დაიწყეს - აალაგეს ჭიქები, ბოთლები, ქილები, საჭმლის შეფუთვები და სხვა ნაგავი. ამ პროცესის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. მომხმარებლებმა იაპონელების მიმართ პატივისცემა გამოხატეს და გაიხსენეს, რომ ამომავალი მზის ქვეყნის გულშემატკივრები ასე ყველა ტურნირზე იქცევიან.
15 ივნისი 2026, 15:50
თავდაცვა
სამხედრო პოლიცია 21 წლისაა
თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 15:44
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 15:40
პოლიტიკა
კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის.
15 ივნისი 2026, 15:38
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, ახალგაზრდების მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის მოწოდებებთან დაკავშირებით.
15 ივნისი 2026, 15:35
პოლიტიკა
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.
15 ივნისი 2026, 15:32
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე
2026 წლის მაისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 668 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მაისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული მონაცემები შეაფასა.
15 ივნისი 2026, 15:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.
15 ივნისი 2026, 15:25
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენის საკითხებზე იმსჯელეს რიგით 30-ე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
15 ივნისი 2026, 15:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა.
15 ივნისი 2026, 15:17
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს ახალი არაფერი მოუტანიათ
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ვიზიტის დროს განიხილება „შეთანხმებები“, რომლებიც 15 აგვისტოს ანკორიჯში იყო მიღწეული.
15 ივნისი 2026, 15:08
ეკონომიკა
სერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
15 ივნისი 2026, 14:57
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.
15 ივნისი 2026, 14:55
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები
ირაკლი მეგრელიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს 2008 წელს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო იყო იმდენად შემდგარი, რომ შეძლებდნენ 90-იან წლებში არსებული მსგავსი ომის აუცილებლად მოგებას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს აღდგება.
15 ივნისი 2026, 14:55
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე პოზიტიურ შედეგებზე: საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო
საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 14:52
სპორტი
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.
15 ივნისი 2026, 14:52
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.


