imedi /  01 თებერვალი 2019, 20:45 / სანდო წყარო

საქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის განცხადებას მუქარად აღიქვამს

საპატრიარქო

საპატრიარქო

გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების  თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც.

მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი  გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს.

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე 6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი,- მე 9 ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მოსკოვში მიტროპოლიტ  ილარიონს შეხვდნენ და ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება სთხოვეს.

მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას,  მათ შორის, საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის  ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე.

იგი მზად არის იგეივე ქართულ არხზეც განმარტოს. 

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 22:23

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

26 მაისი 2026, 22:04

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, სარწმუნოება და ამ ყველაფერს ებრძვიან

ეს რადიკალებისთვის დამახასიათებელი ამბავია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის თავის შეურაცხყოფაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მაისი 2026, 21:54

პოლიტიკა

ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გივი მიქანაძე

26 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯავიდ გურბანოვი

26 მაისი 2026, 21:44

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.

26 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:08

რეგიონი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

26 მაისი 2026, 21:07

საზოგადოება

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

მსოფლიო

POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს

ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

საზოგადოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.

26 მაისი 2026, 20:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

26 მაისი 2026, 20:52

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.

26 მაისი 2026, 20:50

ეკონომიკა

ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ექსპოზიციაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.

26 მაისი 2026, 20:49

ეკონომიკა

ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა

6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:48

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს

ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. აქცია მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციას მსვლელობა 19:00 საათზე უნდა ეწყო, თუმცა, მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

26 მაისი 2026, 20:44

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

მსოფლიო საქართველოს ულოცავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად”- წერს მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

26 მაისი 2026, 20:37

საზოგადოება

თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. გასართობ-შემეცნებითი სივრცეები ბავშვებისთვის, სპორტის სივრცე, ყვავილების ზონა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება.

26 მაისი 2026, 20:33

საზოგადოება

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. თითოეულ მათგანში სხვადასხვა სამინისტრო იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მთავარი მასპინძელიც. რეგიონებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს გალა-კონცერტები დაასრულებს.