imedi /  05 თებერვალი 2019, 14:05 / სანდო წყარო

მმართველი პარტია სასამართლო რეფორმის ანგარიშს აქვეყნებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, საცად ძირითად აქცენტს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე აკეთებს. საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა 11-ჯერ (4453-დან 415-მდე) შემცირდა.  

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას და განვაცხადოთ შემდეგი:

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.

ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ - პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია.

დეტალურად არ შევჩერდებით იმ კომპლექსური რეფორმების ჩამონათვალზე, რაც ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელდა და იმ აზრისგანაც შორს ვართ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. თუმცა, იმის საილუსტრაციოდ, თუ რას მივაღწიეთ ამ რეფორმების შედეგად, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს წარმოგიდგენთ, რათა ობიექტური წარმოდგენა შეიქმნას, სად ვიყავით გზის დასაწყისში და სად ვართ ახლა:

 ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა;

 სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

 განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

 18-ჯერ (91 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი;

 თითქმის 5-ჯერ (229 მილიონიდან 48 მილიონ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი;

 სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

 11-ჯერ (4453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს, კერძოდ:

 ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ამ ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესების ხარისხი და კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ პარამეტრებით საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს - ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

იმავდროულად, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2017-18 წლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორისაც.

 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიცია დაიკავა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევაში, 2017 წელს საქართველომ, სახელშეკრულებო დავების განხილვის ეფექტიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მე-16 პოზიცია დაიკავა.

სასამართლოს სისტემური გაუმჯობესების გზაზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპად საკონსტიტუციო რეფორმა იქცა. სწორედ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას დაემთხვა ის საზოგადოებრივი ვნებათაღელვა, მათ შორის მკვეთრად ნეგატიური პროცესები, რომლებიც სასამართლოსთან მიმართებაში განვითარდა, კერძოდ:

2018 წლის 16 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილება და უზენაეს სასამართლოში შექმნილი მძიმე საკადრო კრიზისის დასაძლევად, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა 10 მოსამართლის კანდიდატურა. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ვნებათაღელვა სხვადასხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებში. მმართველ პარტიაშიც გაჩნდა მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. შედეგად, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაედო, რასაც, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი კანონით დაადგენდა მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურასა და კრიტერიუმებს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარადგენდა მოსამართლეთა განახლებულ სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფდა უზენაესი სასამართლოს წევრობის თითოეული კანდიდატის განხილვისა და დამტკიცების სრულიად ღია, ამერიკული სტანდარტის შესატყვის პროცედურას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბერში წარდგენილმა ათივე მოსამართლეობის კანდიდატმა, სამართლებრივი პრობლემის დაძლევის მიზნით, თავად თქვა უარი საკუთარი კანდიდატურის განხილვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა აბსოლუტურად კონსტრუქციული სახე მიიღო და გაჩნდა შესაძლებლობა, პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი დისკუსია მიგვეღო, სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ.

მათი შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული „ურჩი“ სასამართლო კორპუსი.

ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი - საზოგადოებისა და ხელისუფლების - ერთობლივი მონაპოვარის - თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე“- ნათქვამია მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 17:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.