imedi /  17 თებერვალი 2019, 09:33 / სანდო წყარო

ბახტაძე: რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას

მამუკა ბახტაძე და პეტრო პოროშენკო

მამუკა ბახტაძე და პეტრო პოროშენკო

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

"შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. მაგრამ, მინდა ამავდროულად ვახსენო, რომ ახლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ეს ფაქტი ძალიან ნათელია. გზავნილიც ძალიან ძლიერია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იკვეთება არსებული ადმინისტრაციის პირობებში იდეალურად ესადაგება რეგიონში ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

აქვე მინდა, ვახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ტერმინები „გაყინული კონფლიქტი“ და „ჰიბრიდული ომი“ პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენთან კი ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისიდან გვაქვს. რაც შეეხება „გაყინულ კონფლიქტს“, რომელიც ჩემმა კოლეგებმა ახსენეს, უშუალო სამხედრო დაპირისპირების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობაა.

რუსეთი განაგრძობს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მომსწრენი გავხდით. თითქმის ყოველ კვირას ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები: ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და სიკვდილამდე აწამებენ.

დავუბრუნდები ჩემს ძირითად სათქმელს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კონფერენციიდან გამყვება და მემახსოვრება ის არის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნიშნავს მთელი ევროპის და ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ყველა ჩვენგანმა მიიღო დღეს. მიმაჩნია, რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი ხდება უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროპისთვის.

"მტკივნეული გამოწვევა გვიდგას ქვეყანაში - რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ. ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.

ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში. შავი ზღვის რეგიონი ხდება უმთავრესი პრიორიტეტი ნატოსა და ევროპისთვის. ეს ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერმინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

15 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.