რა დაზიანებები ჰქონდა სხეულზე ოკუპირებულ გალში დაღუპულ კვარაცხელიას
ირაკლი კვარაცხელია
ფოტო: IMEDI
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმა პაატა უზარაშვილი ამბობს, რომ ცხედარს, მრავლობითი დაზიანებები სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აღენიშნებოდა. ამის შესახებ მან "იმედის კვირას" უთხრა.
"იმედის კვირამ" გააკეთა გრაფიკული სურათი, რომელიც კვარაცხელიას სხეულზე არსებულ დაზიანებებს აღწერს, სურათი ნათესავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა აგებული.
სწორედ ამ დაზიანებების გამო ნათესავები საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დაკავების შემდეგ ოკუპანტებმა ირაკლი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

მათი ინფორმაციით რუსი ოკუპანტები კვარაცხელიას ფიზიკურად ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაუსწორდნენ, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა ექიმებმა ის ვეღარ გადაარჩინეს. ინფორმაციას იმის შესახებ რომ კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაიცავალა, "იმედის კვირას" ოკუპირებული ტერიტორიიდან კვარაცხელიას ნათესავი უდასტურებს, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
მას შემდეგ რაც კვარაცხელიას ცხედარი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მას ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა. სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ცხედარი დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც ნახეს.
კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მომხდარის შესახებ ოფიციალურმა თბილისმა მეგობარ სახელმწიფოებს ინფორმაცია მიაწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კი მომხდარის შესახებ საქმის კურსში მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჩააყენა.
29 წლის კვარაცხელიას სიკვდილის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ირაკლი კვარაცხელია დღეს სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ოკუპანტი ქვეყნის მიერ შექმნილ დღის წესრიგს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საოკუპაციო ზოლთან ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
19 წლის დავით ბაშარული მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. ახალგაზრდის ცხედარი მხოლოდ 7 თვის შემდეგ გამოაჩინეს - ნახევრად გახრწნილი და ხეზე მიბმული, იმ ვერსიის გასამყარებლად, თითქოს მან თავი მოიკლა.
ექსპერტიზის დასკვნით ცხინვალის ციხეში 2018 წლის 22 თებერვალს წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ 26 დღის შემდეგ მოხერხდა - შინაგანი ორგანოების გარეშე. ამით ტატუნაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დამალვა სურდათ.
30 წლის გიგა ოთხოზორია - ხურჩა ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ე.წ მესაზღვრემ მოკლა. 2016 წლის 19 მაისს მომხდარი ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. ქუთაისის სასამართლომ დამნაშავე რაშის კანჯი ოღლს პატიმრობა მიუსაჯა. უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმი დამნაშავის დასჯაზეც და გადმოცემაზეც უარს ამბობს.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
29 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.
29 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს
რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.


