imedi /  12 აპრილი 2020, 10:32 / სანდო წყარო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა გრიგოლ კაციამ აღავლინა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ აღავლინა. წირვა ეკლესიის ეზოში ჩატარდა. რაც შეეხება სააღდგომო მსახურებას მეუფე ამბობს, რომ ამის შესახებ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„ხვალ მივდივარ თბილისში და რამდენიმე მეუფე შევხვდებით პატრიარქს და გადავწყვეტთ რა როგორ. რაც შეეხება სამღვდელოების ტესტირებას, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა მზაობას გამოვთქვამთ. წინა ხაზზე რომ ვართ, ვიცით. თუ გვაკურთხებენ, კი ბატონო, ვიცით სისხლის ჯგუფი, რეზუსი და გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა იმუნიტეტში. მე პირადად, პრობლემა არ მაქვს, თუმცა, ველოდებით კურთხევას, რადგან შეილება იყოს კითხვები, რამდენად სანდოა, თანამედროვე, ან ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იყოს ერთობით, მშვიდობით, სიყვარულით. არ უნდა იყოს დაპირისპირება. თუ ღამე არ მოვა მრევლი ტაძარში, დილით მოვა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ნაკურთხი ბზა მრევლს უფასოდ დაურიგდა.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

15 აპრილი 2021, 18:45

მსოფლიო

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

15 აპრილი 2021, 18:36

კულტურა

თეა წულუკიანმა ქუთაისში სამი თეატრი მოინახულა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან, ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისში სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 18:34

რეგიონი

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და 21 მიკრო რაიონში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის რამდენიმე უბანში, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

15 აპრილი 2021, 18:30

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

პაატა ცინცაძე

15 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:27

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

პრემიერის დავალებით ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

არმენ სარქისიანი

15 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 18:14

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ვხედავთ ღია მოწოდებებს, მოთხოვნებს, ულტიმატუმებს, რომლებსაც ჰესთან არანაირი კავშირი არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაიძაბა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდნენ ღიად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასოცირდებიან რუსეთთან და რუსეთიდან ფინასდებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დიალოგისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება - მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

ნინო ველთაური

15 აპრილი 2021, 17:57

რეგიონი

ნინო ველთაური: ბათუმში, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგინილი, - ამის შესახებ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

15 აპრილი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,317 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,317 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 294,211 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,045 ადამიანი. ვირუსისგან 257,942 პაციენტი განიკურნა.

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.